|
2019-05-16 16:42:32, 1054 ნახვა
საზოგადოება
თბილისის ხელოვნების ბაზრობა - TAF გაიხსნა
საგამოფენო ცენტრ "ექსპო ჯორჯიაში" თბილისის ხელოვნების ბაზრობა გაიხსნა, რომელსაც დედაქალაქის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარია დაესწრო. სოფიო ხუნწარიამ ღონისძიებაზე შეკრებილ სტუმრებს სიტყვით მიმართა და თბილისის ხელოვნების ბაზრობას დედაქალაქის ერთ-ერთ მთავარი კულტურული მოვლენა უწოდა. „უკვე მეორე წელია, თბილისის მერიის მხარდაჭერით, ტარდება თბილისის საერთაშორისო თანამედროვე ხელოვნების ბაზრობა. ეს ქალაქისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კულტურული ღონისძიებაა. წელს ხელოვნების ბაზრობაზე წარმოდგენილია 16 ქვეყნის გალერეა, ასევე, თანამედროვე მხატვრებს და არტისტებს ინდივიდუალურად აქვთ წარმოდგენილი თავიანთი ნამუშევრები. ჩამოსულია, დაახლოებით, 1000-მდე სტუმარი, კურატორები და გალერეები. ეს მნიშვნელოვანი პროცესია იმისთვის, რომ ქართველ მხატვრებს საერთაშორისო ასპარეზზე გასვლის შესაძლებლობა მიეცეთ“, - განაცხადა სოფია ხუნწარიამ. "ექსპო ჯორჯიას" ორგანიზებით უკვე მეორედ იმართება თბილისის ხელოვნების ბაზრობა და ის 19 მაისამდე გასტანს. ბაზრობაში წელს 16 ქვეყნის 30-მდე გალერეა და 35-მდე ხელოვანი მონაწილეობს. მონაწილე ქვეყნებია: საქართველო, საფრანგეთი, იტალია, ბულგარეთი, სერბეთი, აზერბაიჯანი, შვეიცარია, ავსტრია, ჩინეთი, აშშ, კუბა, ბელგია, გერმანია, ესპანეთი, პორტუგალია, ლიეტუვა. TAF არის თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ბაზრობა, რომელიც მეტწილად ფოკუსირებულია შავ, კასპიისა და ბალტიის ზღვების ქვეყნებზე, მათ მდიდარ სახელოვნებო სცენებზე, რომლებიც ხელოვნების ბაზრობებზე ჯერ არ წარდგენილან. ბაზრობის გახსნის ცერემონიის პარალელურად, დღეს, სხვა ღონისძიებებიც გაიმართება. თბილისის ხელოვნების ბაზრობის მხარდამჭერები არიან თბილისის მერია, Check in Georgia, „თიბისი სტატუსი“ და სხვა. ღონისძიებაზე მერის მოადგილესთან ერთად იმყოფებოდა თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსი ირაკლი გვილავა.
(NS)
რუსეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა სატრანსპორტო კომპანიამ შავი ზღვის გავლით ტვირთების გადაზიდვაზე უარი თქვა
ივანიშვილის მთავრობამ განსაზღვრა ვინ მიიღებს უფასოდ სასკოლო ფორმას
საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი
საქართველოს ბანკის "მცირე ბიზნესის ჯაჭვში" უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)