|
2019-05-16 12:25:43, 879 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერიის თანამშრომლები ტრენინგს - „სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასება (სგშ) სივრცითი დაგეგმარებისა და სივრცითი მოწყობის სექტორში” გადიან
თბილისის მერიის თანამშრომლები ტრენინგში - „სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასება (სგშ) სივრცითი დაგეგმარებისა და სივრცითი მოწყობის სექტორში” ჩაერთვნენ. ტრენინგის გახსნას დედაქალაქის მერის მოადგილე მაია ბითაძე დაესწრო. მაია ბითაძის განცხადებით, გარემოზე ზემოქმედების შეფასების თანამედროვე მოდელის გაცნობა ყველა ჩართული მხარისთვის მნიშვნელოვანია. "ძალიან მნიშვნელოვანი ტრენინგები ტარდება, როგორც მერიის, ასევე გარემოს დაცვის სამინისტროს თანამშრომლებისთვის, სივრცით დაგეგმარებაში გარემოზე ზემოქმედების შეფასების თანამედროვე მოდელის გაცნობის თვალსაზრისით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი თანამშრომლების ცოდნა ამაღლდეს ასოცირების ხელშეკრულების სრულყოფილად შესრულების თვალსაზრისით", - აღნიშნა მერის მოადგილემ. ტრენინგი ევროპისთვის გაეროს ეკონომიკური კომისიის მხარდაჭერით გაიმართა. ტრენინგ-კურსის მიზანია, საქართველოში სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების შესაძლებლობების გაფართოება, როგორც ეროვნულ, ისე ადგილობრივ დონეზე. სივრცითი დაგეგმარება და სივრცითი მოწყობა წარმოადგენს იმ მნიშვნელოვან სექტორს, სადაც მომზადებული სტრატეგიული დოკუმენტები ექვემდებარება სტრატეგიულ გარემოსდაცვით შეფასებას. გამომდინარე იქიდან, რომ სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების სისტემა წარმოადგენს ახალ ინსტრუმენტს და ამ მიმართულებით მწირია გამოცდილება, აღნიშნული ღონისძიება უაღრესად მნიშვნელოვანია სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების პროცესში ჩართული ყველა მხარისთვის. ორდღიან ტრენინგს ევროპისთვის გაეროს ეკონომიკური კომისიის საერთაშორისო და ეროვნული კონსულტანტები ჩაატარებენ. მას როგორც მუნიციპალიტეტის, ასევე, სხვადასხვა სამინისტროების წარმომადგენლები გაივლიან. ტრენინგის მონაწილეები გაეცნობიან სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების ეფექტიანი სისტემის ძირითად პრინციპებს. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება სკრინინგისა და სკოპინგის პროცედურებზე. ამ მიმართულებით ევროპისათვის გაეროს ეკონომიკური კომისიასთან თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება. NS
რუსეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა სატრანსპორტო კომპანიამ შავი ზღვის გავლით ტვირთების გადაზიდვაზე უარი თქვა
ივანიშვილის მთავრობამ განსაზღვრა ვინ მიიღებს უფასოდ სასკოლო ფორმას
საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი
საქართველოს ბანკის "მცირე ბიზნესის ჯაჭვში" უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)