|
2019-05-15 11:23:31, 962 ნახვა
საზოგადოება
აგროდაზღვევის პროგრამაში ჩართულ ფერმერებს სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალი აუნაზღაურდებათ
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი კახეთისა და შიდა ქართლის რეგიონების გუბერნატორებს, საქართველოს სადაზღვევო და საბანკო ასოციაციების თავმჯდომარეებს შეხვდა. შეხვედრაზე მიმდინარე წლის მაისში, კახეთისა და შიდა ქართლის რეგიონებში მომხდარი სტიქიური მოვლენების შედეგები განიხილეს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა აგროდაზღვევის პროგრამის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ სტიქიით მიყენებული ზარალის მინიმუმადე შემცირებისათვის, აღნიშნული პროგრამა ფერმერებისთვის უალტერნატივოა. „აგროსექტორის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია მაქსიმალურად ბევრი ფერმერი ჩაერთოს აგროდაზღვევის პროგრამაში, რომლის მიზანი ფერმერებისთვის რისკების შემცირება და შემოსავლის შენარჩუნებაა. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ პროგრამის დახვეწისა და მასშტაბის ზრდის მიმართულებით. სტიქიის შედეგად დაზარალებული ფერმერების დახმარების მიზნით, სამინისტრო მზად არის აქტიურად ჩაერთოს აგროდაზღვევის პროგრამის ბენეფიციარებსა და სადაზღვევო კომპანიებს შორის ეფექტიანი კომუნიკაციის უზრუნველყოფაში“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა. შეხვედრაზე საბანკო და სადაზღვევო სექტორის წარმომადგენლებმა მზადყოფნა გამოთქვეს, სტიქიის შედეგად დაზარალებული თითოეული ფერმერის შემთხვევა ინდივიდუალურად განიხილონ. მიმდინარე წლის მაისში, კახეთისა და შიდა ქართლის რეგიონებში მომხდარი სტიქიური მოვლენების შემდეგ, სადაზღვევო კომპანიებს აგროდაზღვევის პროგრამაში ჩართულმა 169-მა ბენეფიციარმა (150-მა კახეთის რეგიონიდან, 19-მა - გორის მუნიციპალიტეტიდან) მიმართა. სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენლები, მიყენებული ზარალის დათვლის მიზნით, სტიქიის ზონებში უკვე მუშაობენ. სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე ასევე იმსჯელეს აგროსექტორში სადაზღვევო კუთხით არსებულ გამოწვევებზე, ფერმერთა საჭიროებების გათვალისწინებით აგროდაზღვევის პროგრამაში ახალი კომპონენტების დამატების საკითხებზე. საბანკო და სადაზღვევო სექტორის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი და სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 2019 წელს, აგროდაზღვევის პროგრამისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 8 მილიონი ლარი გამოიყო. დღეის მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით, პროგრამის ფარგლებში გაცემულია 4 217 პოლისი, საიდანაც 3,381 პოლისი კახეთის რეგიონში გაიცა.
(NS)
რუსეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა სატრანსპორტო კომპანიამ შავი ზღვის გავლით ტვირთების გადაზიდვაზე უარი თქვა
ივანიშვილის მთავრობამ განსაზღვრა ვინ მიიღებს უფასოდ სასკოლო ფორმას
საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი
საქართველოს ბანკის "მცირე ბიზნესის ჯაჭვში" უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)