|
2019-05-10 18:51:35, 1183 ნახვა
საზოგადოება
მერია - „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ მხრიდან ე.წ. ყვითელი ავტობუსების ტექინსპექტირებაში ჩარევას ადგილი არ ჰქონია
თბილისის მერია საგამოძიებო სამსახურის მიერ ტექინსპექტირების ცენტრების თანამშრომლების დაკავებას ეხმაურება, რომლებსაც სხვადასხვა სახის ავტოტრანსპორტთან ერთად, ე.წ. ყვითელ ავტობუსებზე ყალბი მოწმობების გაცემა ედებათ ბრალად. როგორც მერიაში აცხადებენ, დადგინდა, რომ შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ თანამშრომლების მხრიდან ტექინსპექტირებაში ჩარევას ადგილი არ ჰქონია და მათთვის უცნობია, რის საფუძველზე გაიცემოდა ყალბ საბუთები. „გვსურს, გამოვეხმაუროთ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ, თბილისში მდებარე პირველადი ტექნიკური ინსპექტირების სამი ცენტრის თანამშრომლების დაკავების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას. აღნიშნულ განცხადებაში, სხვადასხვა სახის ავტოტრანსპორტთან ერთად, მოხსენიებულია დედაქალაქში მოძრავი ე.წ. ყვითელი ავტობუსები. როგორც გამოძიების შედეგად დადგინდა, შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ თანამშრომლების მხრიდან რაიმე სახის ჩარევას ადგილი არ ჰქონია და დანაშაულებრივი ქმედება ან რაიმე სახის გადაცდომა არ გამოვლენილა. ჩვენთვის უცნობია, რის საფუძველზე გასცემდნენ ტექნიკური ინსპექტირების ცენტრის თანამშრომლები ყალბ საბუთებს და იმედი გვაქვს, ამას გამოძიება დაადგენს. შევახსენებთ საზოგადოებას, რომ თბილისის მერიის მთავარი პრიორიტეტი სატრანსპორტო პოლიტიკა და დედაქალაქის ეკოლოგიურ მდგომარეობაზე ზრუნვაა. ამ მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი უკვე გადაიდგა და დაიწყო მუნიციპალური ავტოპარკის განახლების პროცესი. თბილისის მერია ყოველთვის გამოდიოდა და დღესაც გამოდის ტექნიკური დათვალიერების ზომების გამკაცრების წინადადებით, რადგან ყოველი გაუმართავი ავტოტრანსპორტი დიდ დარტყმას აყენებს დედაქალაქს“, - ნათქვამია მერიის განცხადებაში.
(NS)
რუსეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა სატრანსპორტო კომპანიამ შავი ზღვის გავლით ტვირთების გადაზიდვაზე უარი თქვა
ივანიშვილის მთავრობამ განსაზღვრა ვინ მიიღებს უფასოდ სასკოლო ფორმას
საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი
საქართველოს ბანკის "მცირე ბიზნესის ჯაჭვში" უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)