|
2019-05-10 12:05:39, 1266 ნახვა
საზოგადოება
კანის კინოფესტივალზე ლგბტ ურთიერთობის შესახებ პირველი ქართული ფილმის პრემიერა შედგება
წარმოშობით ქართველი რეჟისორის, ლევან აკინის ახალი ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ მსოფლიო პრემიერა კანის კინოფესტივალზე 16 მაისს გაიმართება, - ამის შესახებ Indiewire იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, ეს აკინის რიგით მესამე ფილმია. პირველი ფილმი "გარკვეული ადამიანები" მან 2012 წელს გამოუშვა. ფილმის აღწერაში ვკითხულობთ: " მოცეკვავე მერაბი პარტნიორ მარისთან ერთად, ქართული ცეკვების ანსამბლის ხელმძღვანელია. მერაბის ცხოვრება რადიკალურად შეიცვლება მას შემდეგ, რაც მის ცხოვრებაში ქარიზმატული და უდარდელი ირაკლი გამოჩნდება. ირაკლი მერაბის ყველაზე ძლიერ მეტოქედ და ამასთანავე მოწონების ობიექტად იქცევა, კონსერვატიულ გარემოში კი მას ბევრი რისკზე წასვლა მოუწევს“. როგორც რეჟისორი ამბობს, აღნიშნულ ფილმზე მუშაობის დროს ის საკუთარ ქართულ ფესვებს დაუბრუნდა. მისივე თქმით, ქართველ მოცეკვავეებთან ვრცელი ინტერვიუების მეშვეობით მან დაინახა, რომ გენდერისა და სექსუალობის საკითხები მთავარ კონფლიქტს კონსერვატიულ, რელიგიურ კულტურაში წარმოშობს. "ფილმში წარმოვაჩინე ქართველი ლგბტ ადამიანების ცხოვრება, მათი ბრძოლა და განცდები, ასევე აღვბეჭდე სიტუაცია საქართველოში აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. ფილმი იქნება საინტერესო არა მხოლოდ მათთვის ვინც ამ პატარა სამყაროს არსებობის შესახებ არ იცის, არამედ ადამიანების შესაძლო თავისუფლების განცდებს შეუქმნის", - განაცხადა რეჟისორმა. მან აგრეთვე 2013 წლის 17 მაისი გაიხსენა და აღნიშნა, რომ ფილმის გადაღება მაშინ გადაწყვიტა, როდესაც ნახა, როგორ სცემდნენ სასულიერო პირები გარეთ გამოსულ მოქალაქეებს.
ივანიშვილის მტავრობამ განსაზღვრა ვინ მიიღებს უფასოდ სასკოლო ფორმას
საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი
საქართველოს ბანკის "მცირე ბიზნესის ჯაჭვში" უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო
BOG-ის ESG და მდგრადობის ხელმძღვანელმა, ანა ოსაძემ Partnership 4SDGs ფორუმზე ისაუბრა
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)