|
2019-05-08 18:22:53, 918 ნახვა
საზოგადოება
იუსტიციის სახლი საჯარო დაწესებულების საქმიანობის შეფასებისა და ხარისხის განვითარების უახლეს სისტემას ნერგავს
დაწესებულების საქმიანობის შეფასებისა და ხარისხის მართვის უახლესი სისტემა, კიდევ უფრო კომფორტული მომსახურება, ხარჯების შემცირება, კრიზისული სიტუაციების მართვის თანამედროვე მეთოდების დანერგვა, თანამშრომელთა მოტივაციისა და კვალიფიკაციის ამაღლება და პროდუქტიულობის გაზრდა, ორგანიზაციის განვითარებასა და წინსვლაზე ორიენტაცია − იუსტიციის სახლი ნერგავს კიდევ ერთ ინოვაციურ სისტემას − საჯარო დაწესებულების საქმიანობის შეფასებისა და ხარისხის მართვის საერთაშორისო მექანიზმს. უწყება რეგიონის მასშტაბით პირველი ორგანიზაციაა, რომელიც ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ შექმნილ და აპრობირებულ სისტემას (CAF) გამოიყენებს. საჯარო დაწესებულების საქმიანობის შეფასებისა და ხარისხის განვითარების უახლესი სისტემის დანერგვის შუალედური ანგარიშის პრეზენტაცია 8 მაისს გაიმართა. ღონისძიება იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა გაერო-ს განვითარების პროგრამის მუდმივ წარმომადგენელ ლუიზა ვინტონთან ერთად გახსნა, რომლებიც იუსტიციის სახლს ინოვაციური სისტემის დანერგვაში ეხმარებიან. ღონისძიებას ესწრებოდნენ, აგრეთვე, „CAF“-ის ექსპერტი ნიკ თიისი და სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები. „იუსტიციის სახლი რეგიონის მასშტაბით იქნება ის პირველი საჯარო ორგანიზაცია, რომელმაც მიმდინარე წლის იანვარში პირველმა დაიწყო ე.წ. ერთიანი შეფასების სისტემის დანერგვა. ეს არის სისტემა, რომელიც ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ შემუშავდა და ევროკავშირის 5000-მდე საჯარო დაწესებულებაში გამოიყენება. ეს არის როგორც საჯარო დაწესებულების საქმიანობის, ისე ხარისხის მართვის სისტემა იმისათვის, რომ ჩვენ გვქონდეს უკეთესი მომსახურება ნაკლები ხარჯებით და, რაც მთავარია, თანამშრომლები, ვინც მოქალაქეს მომსახურებას უწევს, იყვნენ მოტივირებული. ეს არის ჩვენი პრიორიტეტი და მომავალში ძალიან სწრაფად კიდევ უფრო მაღალი ხარისხის პრიორიტეტად იქცევა, რადგან მომზადებული, კვალიფიციური და მოტივირებული, საკუთარი თავითა და სამსახურით კმაყოფილი თანამშრომლების გარეშე, რა თქმა უნდა, ძალიან ძნელია, გასცე ხარისხიანი სერვისი. ეს სისტემა ჩვენ, პირველ რიგში, იმისთვის გვჭირდება, რომ გავხდეთ კიდევ უკეთესები, ვიდრე აქამდე ვიყავით და მოქალაქე გვყავდეს კიდევ უფრო კმაყოფილი“, − განაცხადა იუსტიციის მინისტრმა. ღონისძიების მიზანი საჯარო სექტორისათვის გამოცდილების გაზიარებაა. იუსტიციის სახლი პირველი ორგანიზაციაა არა მარტო საქართველოში, არამედ რეგიონში, რომელიც საჯარო დაწესებულების საქმიანობის შეფასებისა და ხარისხის განვითარების უახლესი სისტემის გამოყენებას დაიწყებს, შემდგომში კი დაეხმარება სხვა სახელმწიფო უწყებებს „CAF“-ის სისტემის დანერგვის პროცესში, რაც ხელს შეუწყობს ჩვენს ქვეყანაში საჯარო მმართველობის რეფორმის წარმატებით განხორციელებას და სახელმწიფო უწყებებში ხარისხის მართვის ერთიანი სისტემის ჩამოყალიბებას.
„CAF“-ის სისტემა არის ინსტრუმენტი, რომელიც საჯარო სექტორს ეხმარება საქმიანობის შეფასებასა და ხარისხის მართვის სისტემის სრულყოფაში, საქმიანობის ეფექტიანობის გაზრდაში, მაღალი ხარისხის მომსახურების შენარჩუნებით ხარჯების შემცირებაში, კრიზისული სიტუაციების მართვაში, პროდუქტებისა და სერვისების გაუმჯობესებაში, ორგანიზაციის საქმიანობასთან დაკავშირებული რისკების/შესაძლებლობების გაზომვაში; ორგანიზაციაში დასაქმებულ თანამშრომელთა მოტივაციის, კვალიფიკაციის, პროდუქტიულობის გაზრდაში, ორგანიზაციის მუდმივ განვითარებასა და წინსვლაში. საჯარო დაწესებულების საქმიანობის შეფასებისა და ხარისხის განვითარების უახლესი სისტემის (CAF) იუსტიციის სახლში დანერგვის პროექტი გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) და ბრიტანეთის მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება. სამუშაოები ამ მიმართულებით იუსტიციის სახლმა მიმდინარე წლის იანვრიდან დაიწყო და ამ დროისთვის საქმის პირველი მოცულობითი ნაწილი უკვე დასრულებული აქვს. საქმიანობის შეფასებისა და ხარისხის განვითარების უახლესი სისტემა (СAF) სპეციალურად საჯარო სექტორისათვის ევროპაში შემუშავდა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების 4500-მდე საჯარო დაწესებულებაში წარმატებით გამოიყენება.
(NS)
ივანიშვილის მტავრობამ განსაზღვრა ვინ მიიღებს უფასოდ სასკოლო ფორმას
საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი
საქართველოს ბანკის "მცირე ბიზნესის ჯაჭვში" უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო
BOG-ის ESG და მდგრადობის ხელმძღვანელმა, ანა ოსაძემ Partnership 4SDGs ფორუმზე ისაუბრა
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)