22:01 - 04 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-07 11:13:26, 1099 ნახვა

საზოგადოება
„კასპერსკის ლაბორატორია“ გაფრთხილებთ - გატეხილი როუტერი ქმნის მონაცემებისა და ფულის დაკარგვის საშიშროებას

მარტ-აპრილში ბრაზილიაში აგორდა კიბერშეტევების ტალღა, სადაც თავდამსხმელებმა ისარგებლეს რამდენიმე მწარმოებლის როუტერების (მარშრუტიზატორი) დაუცველობით და მისი გატეხის მიზნით შეცვალეს როუტერის DNS პარამეტრები.

როცა მსხვერპლი ცდილობდა შესულიყო ბანკების საიტებზე ან  ესარგებლა რაიმე სხვა პოპულარული ინტერნეტ-სერვისით,  ბოროტმზრახველი სერვერი ცვლიდა IP-მისამართს და აგზავნიდა მომხმარებელს ყალბ საიტზე.  რის შედეგადაც მომხმარებელთა  გატეხილი როუტერების ლოგინები, პაროლები და ხშირად საგადასახადო მონაცემებიც აღმოჩნდებოდა ხოლმე ფიშერების ხელში.

საქართველოშიც უკვე შეუძლებელია საოჯახო და კორპორატიული ქსელები როუტერების გარეშე წარმოდგენა და ქართველი მომხმარებლებიც დგანან მონაცემებისა და ფინანსური საშუალებების დაკარგვის საშიშროების წინაშე, იმ შემთხვევაში, თუ მათი როუტერები გატეხილი იქნება.

 „კასპერსკის ლაბორატორიის" ექსპერტები განმარტავენ, რომ თაღლითები როუტერის გატეხვის შემდეგ მიუთითებენ DNS-სერვერის (Domain Name System) ახალ მისამართს, რომელთანაც როუტერი დომენური სახელების მონაცემების გადამუშავებას აწარმოებს.

და თუ თავდამსხმელებმა გატეხეს როუტერი და შეცვალეს  DNS სერვერის მისამართი, მაშინ ყველა მოთხოვნა გადაეგზავნება ამ ყალბ სერვერს მათი კონტროლის ქვეშ. ასეთი სახით, მომხმარებლისათვის საჭირო IP საიტის ნაცვლად, ბრაუზერი მიიღებს ყალბ მისამართს, მომხმარებელი ხვდება ფიშინგურ გვერდზე — და  ყველა ამ საიტზე შეტანილი ლოგინი და პაროლი  გადაეცემა თაღლითებს.

ბევრი სხვა სახის ფიშინგისგან განსხვავებით, ძალიან რთულია ასეთი დროულად შემჩნევა და  მათგან თავდაცვა.  თქვენ უნდა შეხვიდეთ  როუტერის პარამეტრების მენიუში და შეცვალოთ  პაროლი, ასევე  გამორთოთ  რამდენიმე პოტენციურად სახიფათო ფუნქცია, როგორიცაა დისტანციური ადმინისტრირება და რეგულარულად განაახლთთ რუტერის ინსერცია:  განახლებები ხშირად  გვეხმარება პრობლემის გადაჭრაში.

 

მასალა მოამზადა "კასპერსკის ლაბორატორიამ". 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ქარელის და მასრნერულის საბავშვო ბაღებში ბავშვებს საქონლის ხორცის ნაცვლად ცხენის ხორცს აჭმევდნენ
ქართველმა და ესპანელმა სამართალდამცველებმა ქალაქ ვალენსიაში ქართული ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დააკავეს
არქიმანდრიტი დოროთე - შიო მესამეს თავისი დარღვეული სწავლება სისრულეში მოჰყავს
ნარმანია: წინასწარი შეფასებით, II სისტემური ავარიის მიზეზი იმერეთის ხაზზე ავარია იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics