|
2019-05-03 14:13:48, 1137 ნახვა
საზოგადოება
თბილისი „სთორითელინგის“ ფესტივალს უმასპინძლებს
თბილისის მერიის მხარდაჭერით, თბილისში 20-22 ივნისს ამბის თხრობის, ე.წ. „სთორითელინგის“ პირველი საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება. ფესტივალი Impact Hub Tbilisi-ს და Coda Story-ს მიერ დაფუძნდა. ZEG – Tbilisi Storytelling Festival აერთიანებს სხვადასხვა ინდუსტრიის წამყვან პროფესიონალებს, რომლებიც გაგვიზიარებენ ამბის გადმოცემის თავიანთ უნიკალურ ხერხებს. სამდღიან ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს 29 უცხოელი სტუმარი, მათ შორის Warner&Bro's Pictures-ის ვიცე-პრეზიდენტი ქეით ადამსი, ნიუ-იორკის უნივერსიტეტის პროფესორი და რამდენიმე წიგნის ავტორი სუკეტუ მეჰთა, ჟურნალისტი და ტელე-პროდიუსერი - პიტერ პომერანცევი, საგანმანათლებლო პლატფორმა "მასტერკლასის" დამფუძნებელი - აარონ რასმუსენი, Vogue 73 Questions-ის ავტორი და მოდერატორი - ჯო საბია და სხვები. გარდა ამისა, ფესტივალის ფარგლებში სპეციალურად ჟურნალისტებისთვის დაგეგმილია მასტერკლასები და ვორქშოფები, რომელსაც გაუძღვებიან The Guardians-ის, CNN-ის და BBC-ს წარმომადგენლები. როგორც პრესკონფერენციაზე თბილისის მერიის კულტურის პროექტების და პროგრამების განყოფილების უფროსმა თამარ თოფურიძემ განაცხადა, მსგავსი შემოქმედებით პროექტები და ფესტივალები ხელს უწყობს დედაქალაქის ტურისტული პოტენციალის ზრდას. „საფუძველი ჩაეყარა ახალ ფესტივალს „ამბის თხრობა - სთორითელინგი“, რაც მნიშვნელოვანია სხვადასხვა ინდუსტრიების განვითარებისთვის და ქალაქის ტურისტული პოტენციალის ზრდისთვის. თბილისის მერია არ იქნება მხოლოდ მხარდამჭერი. დამრწმუნებული ვარ, ყოველი ჩვენგანი აქტიური მსმენელი იქნება იმ საინტერესო ამბების, რომლებსაც ამ ფესტივალზე მოყვებიან“, - აღნიშნა თამარ თოფურიძემ. ფესტივალის მხარდამჭერები არიან თბილისის მერია, „თიბისი სტატუსი“, Windfor’s, „აჭარა ჯგუფი“, ამერიკის საელჩო საქართველოში, ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველო“, „ფაბრიკა“.
(NS)
ქარელის და მასრნერულის საბავშვო ბაღებში ბავშვებს საქონლის ხორცის ნაცვლად ცხენის ხორცს აჭმევდნენ
ქართველმა და ესპანელმა სამართალდამცველებმა ქალაქ ვალენსიაში ქართული ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დააკავეს
არქიმანდრიტი დოროთე - შიო მესამეს თავისი დარღვეული სწავლება სისრულეში მოჰყავს
ნარმანია: წინასწარი შეფასებით, II სისტემური ავარიის მიზეზი იმერეთის ხაზზე ავარია იყო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)