|
2019-05-02 15:41:38, 1154 ნახვა
საზოგადოება
ისნის რაიონში შვიდი სპორტული მოედანი მოეწყო
ისნის რაიონის გამგეობამ სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობის მიზნით, შვიდი სპორტული მოედნის მოწყობა-რეაბილიტაციის სამუშაოები განახორციელა. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, ფეხბურთისა და კალათბურთის კომბინირებული სპორტული მოედნები ვაზისუბნის II მიკრორაიონის N11 კორპუსის მიმდებარედ, ასევე, ავლაბარში, კვეზერელი-კოპაძის ქუჩისა და ქურხულის ქუჩის კვეთაზე მოეწყო. რეაბილიტაცია ჩაუტარდა და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ინვენტარით აღიჭურვა კომბინირებული სპორტული მოედნები მოსკოვის გამზირის N1 და N3 კორპუსებს შორის, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის N5 გ-ს მიმდებარედ, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის N11 კორპუსთან და ამავე გამზირის N39 კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე. პროექტების ფარგლებში, მოედნებზე ბალახის ხელოვნური საფარი დაიგო, დამონტაჟდა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ფეხბურთისა და კალათბურთის კარები და ფარები, მოეწყო LED განათების სისტემა, ორ მისამართზე დამონტაჟდა 100 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნები, მოედნები შემოიღობა მავთულ-ბადეებით, ხოლო შესასვლელები ადაპტირდა შშმ პირებისთვის. მოედნებზე ასევე, დამონტაჟდა საინფორმაციო აბრები. ახალადმოწყობილი სპორტული მოედნები ისნის რაიონის გამგებელმა კახა ლაბუჩიძემ რაიონის მაჟორიტარ დეპუტატებთან ერთად დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. „ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი პრიოროტეტი სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობაა, რაც ასე ძალიან სჭირდება ახალგაზრდა თაობას. სამუშაოები მაღალი ხარისხით, ყველა თანამედროვე სტანდარტის დაცვით შესრულდა, რომლითაც მოსახლეობა კმაყოფილია. ჩვენი მიზანია, მსგავსი სპორტული სივრცეები ყველა უბანში მრავლად არსებობდეს, რისთვისაც აქტიურად ვმუშაობთ. მოედნების მოწყობას წლის ბოლომდე კიდევ რამდენიმე მისამართზე ვგეგმავთ“, - განაცხადა კახა ლაბუჩიძემ. აღნიშნული სპორტული მოედნების მოწყობის სამუშაოები ისნის რაიონის გამგეობამ ბიუჯეტიდან 464 717 ლარით დააფინანსა.
(NS)
ქარელის და მასრნერულის საბავშვო ბაღებში ბავშვებს საქონლის ხორცის ნაცვლად ცხენის ხორცს აჭმევდნენ
ქართველმა და ესპანელმა სამართალდამცველებმა ქალაქ ვალენსიაში ქართული ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დააკავეს
არქიმანდრიტი დოროთე - შიო მესამეს თავისი დარღვეული სწავლება სისრულეში მოჰყავს
ნარმანია: წინასწარი შეფასებით, II სისტემური ავარიის მიზეზი იმერეთის ხაზზე ავარია იყო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)