|
2019-05-01 15:46:30, 1019 ნახვა
საზოგადოება
გლდანის რაიონში ვეკუასა და ხიზანიშვილის ქუჩების რეაბილიტაცია დაიწყო
თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა გლდანის რაიონში, ვეკუასა და ხიზანიშვილის ქუჩების კაპიტალური რეაბილიტაცია დაიწყო. აღნიშნული ქუჩები ცენტრალური დანიშნულებისაა, რომელთა საშუალებითაც, გლდანის რაიონის მოსახლეობა, როგორც სხვა უბნებს, ისე შიდა საუბნო გზებს უკავშირდება. რეაბილიტაციის საწყის ეტაპზე მიმდინარე სამუშაოებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე, მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნო. „თავისი მასშტაბით ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, იქიდან გამომდინარე, რომ აქ არსებული მიწისქვეშა კომუნიკაციები აქამდე არასდროს გამოცვლილა. გზის საფარის სიგრძე ორივე ქუჩაზე, დაახლოებით, რვა კილომეტრია, რომელიც მძიმე მდგომარეობაშია. როდესაც ავტომობილით გადაადგილდები, კარგად ჩანს, რომ ბევრია ისეთი მონაკვეთი, სადაც გზა ჩავარდნილია. ეს იმის გამო, რომ კომუნიკაციები მძიმე მდგომარეობაშია და გზის გამორეცხვა ხდება. შესაბამისად, სანიაღვრე თუ წყალარინების სისტემები, ასევე, გარე განათების ბოძები და ტროტუარები მთლიანად მოწესრიგდება. სამუშაოებს, რომელიც 24 საათის განმავლობაში იწარმოებს, დაახლოებით, ექვსი თვე დასჭირდება. აქვე მინდა, მოსახლეობას ბოდიში მოვუხადო, რადგან რეაბილიტაციის დროს გარკვეულწილად, გადაადგილებაზე შეზღუდვები დაწესდება“, - განაცხადა კახა კალაძემ. პროექტის მიხედვით, ვეკუასა და ხიზანიშვილის ქუჩების სრული რეაბილიტაცია იგეგმება. მოწესრიგდება მიწისქვეშა კომუნიკაციები, განახლდება ტროტუარები და ბორდიური, დაიგება ასფალტის ახალი საფარი, რეაბილიტაცია ჩაუტარდება გარე განათების ქსელს და საკომუნიკაციო სადენები მიწის ქვეშ მოექცევა. ასევე, ორივე ქუჩაზე საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის გამოყოფილი ზოლი და 22 სახანძრო ჰიდრანტი მოეწყობა. სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის დედაქალაქის მერიის ბიუჯეტიდან 12 მილიონ ლარამდე დაიხარჯება. კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP) კი აღნიშნულ ქუჩებზე დაგეგმილი სამუშაოების განსახორციელებლად, სამი მლნ ლარის ინვესტიციას განახორციელებს. ვეკუასა და ხიზანიშვილის ქუჩებზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს თბილისის მერთან ერთად, გლდანის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე, ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გალაქტიონ ბუაძე, ასევე, საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი გულია გოცირიძე და GWP-ის გენერალური დირექტორი ირაკლი ბაბუხადია გაეცნენ.
(NS)
ქარელის და მასრნერულის საბავშვო ბაღებში ბავშვებს საქონლის ხორცის ნაცვლად ცხენის ხორცს აჭმევდნენ
ქართველმა და ესპანელმა სამართალდამცველებმა ქალაქ ვალენსიაში ქართული ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დააკავეს
არქიმანდრიტი დოროთე - შიო მესამეს თავისი დარღვეული სწავლება სისრულეში მოჰყავს
ნარმანია: წინასწარი შეფასებით, II სისტემური ავარიის მიზეზი იმერეთის ხაზზე ავარია იყო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)