18:48 - 04 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-25 11:11:55, 1210 ნახვა

საზოგადოება
საბურთალოს რაიონში ორ მისამართზე სკვერის რეაბილიტაცია დასრულდა

საბურთალოს რაიონში, ორ მისამართზე სკვერის რეაბილიტაცია დასრულდა. შესაბამისი სამუშაოები ფანასკერტელის ქუჩა N16-ში და პეტრიწის ქუჩაზე, N5ა კორპუსის მიმდებარედ ჩატარდა.

რეკრეაციულ სივრცეებში საბავშვო გასართობი მოედნები განთავსდა, სადაც სხვადასხვა სახის ატრაქციონი დამონტაჟდა. ასევე, მოეწყო საფეხმავლო ბილიკები, განათების სისტემა, დაიგო რულონური ბალახი და ჩატარდა გამწვანების სამუშაოები.

დასრულებული სამუშაოები საბურთალოს რაიონის გამგებელმა გაიოზ ვასაძემ დაათვალიერა.

„საბურთალოს რაიონს კიდევ ორი გამწვანებული და კეთილმოწყობილი სივრცე შეემეტა, სადაც დასვენებისა და გართობის შესაძლებლობა ნებისმიერი ასაკის ადამიანს ექნება. ამ დროისთვის, რაიონში სკვერის რეაბილიტაცია ათ მისამართზე მიმდინარეობს. ვცდილობთ, ჩვენს მოქალაქეებს მაქსიმალურად კომფორტული გარემო შევუქმნათ. მნიშვნელოვანია, რომ საბავშვო ატრაქციონები, რომლებიც სკვერებში მონტაჟდება, ეკოლოგიურად სუფთა მასალისგან არის დამზადებული. ასევე, დიდ ყურადღებას ვაქცევთ გამწვანების სამუშაოებს - ირგვება სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარეები. რეკრეაციული ზონების მოწყობას მომავალშიც აქტიურად განვაგრძობთ“, - განაცხადა საბურთალოს გამგებელმა.

ორივე პროექტის განსახორციელებლად, გამგეობის ბიუჯეტიდან 217 779 ლარი გამოიყო.

 

 

 

(NS)





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ქარელის და მასრნერულის საბავშვო ბაღებში ბავშვებს საქონლის ხორცის ნაცვლად ცხენის ხორცს აჭმევდნენ
ქართველმა და ესპანელმა სამართალდამცველებმა ქალაქ ვალენსიაში ქართული ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დააკავეს
არქიმანდრიტი დოროთე - შიო მესამეს თავისი დარღვეული სწავლება სისრულეში მოჰყავს
ნარმანია: წინასწარი შეფასებით, II სისტემური ავარიის მიზეზი იმერეთის ხაზზე ავარია იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics