|
2019-04-23 15:07:45, 1087 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერი ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკის რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო
თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური ვეტერანთა კულტურისა და დასვენების (კიკვიძის) პარკის რეაბილიტაციას აწარმოებს. მიმდინარე სამუშაოებს თბილისის მერი კახა კალაძე გაეცნო. პარკის ტერიტორიაზე, რომლის ფართობიც 71 313 კვადრატული მეტრია, საბავშვო და სავარჯიშო მოედნები, ე.წ. მშრალი ტიპის შადრევანი, სამაგიდო თამაშებისა და შინაური ცხოველების სასეირნო არეალები, ღია საგამოფენო სივრცე და ამფითეატრი განთავსდება. ასევე, მოეწყობა სარბენი და ველობილიკები. როგორც კახა კალაძემ განაცხადა, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, აღნიშნული პარკი მოქალაქეების საყვარელი დასასვენებელი ადგილი გახდება. „ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოები რამდენიმე დღეა დაიწყო. პარკის ტერიტორია დაახლოებით, შვიდი ჰექტარია. პარკი სრულად მოწესრიგდება, რეაბილიტაცია ჩაუტარდება საფეხმავლო ბილიკებს. ასევე, მოეწყობა სარბენი და ველობილიკები, ბავშვებისთვის სპეციალური სათამაშო ზონები, სატრენაჟორო სივრცეები, საფეხბურთო მოედანი. განახლდება კორტების ნაწილი და მოეწყობა ამფითეატრი. რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ, საკმაოდ კარგი სივრცე გამოვა და შეიძლება ითქვას, საჩვენებელიც კი იქნება, თუ როგორი პარკები და სკვერები გვჭირდება დედაქალაქში. აღნიშნული პარკით ძალიან ბევრი ადამიანი სარგებლობს და დარწმუნებული ვარ, სამუშაოების დასრულების შემდეგ, აქ შვილებთან და შვილიშვილებთან ერთად, კიდევ უფრო მეტი ადამიანი მოვა“, - განაცხადა კახა კალაძემ. სამუშაოების ფარგლებში, არსებული დიზაინით შენარჩუნდება და სრულად რეაბილიტირდება პარკის შესასვლელი კოლონები და ცენტრალური ბილიკი. პარკის ტერიტორიაზე განხორციელდება გამწვანების სამუშაოები, მოეწყობა სარწყავი სისტემა და სხვადასხვა სახეობის 850-მდე მცენარე დაირგვება. ასევე, განახლდება ცოცხალი ღობეები და მოეწყობა გარე განათების სისტემა. პროექტის ღირებულება 4 722 237 ლარს შეადგენს. სამუშაოების დასრულება მიმდინარე წლის ნოემბერში იგეგმება. ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოები კახა კალაძესთან ერთად, მერის მოადგილეებმა მაია ბითაძემ და ირაკლი ბენდელიანმა, თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსმა გიგა გიგაშვილმა, ნაძალადევის გამგებელმა ირაკლი ხელაძემ, ასევე, რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატებმა საკრებულოში თამარ ტალიაშვილმა და მიხეილ ამაშუკელმა დაათვალიერეს.
(NS)
ბათუმში ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა
ენმ-ში ყრილობა დასრულდა, შეიქმნა დროებითი მმართველობის საბჭოს ორგანო, ფავლენიშვილის ხელმძღვანელობით
მიქანაძე : მშობელი თუ არ ჩააცმევს ბავშვს ფორმას, იქნება კონკრეტული მექანიზმები, რაც შეიძლება ამოქმედდეს
მოიპოვე საქართველოს ბანკის სტიპენდია CHEVENING-ის პროგრამაში - განაცხადების მიღება დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)