|
2019-04-22 17:13:00, 1186 ნახვა
საზოგადოება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში ცხოველთა დაავადებებისგან თავისუფალ ზონად გამოცხადების პროგრამა განიხილეს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, იური ნოზაძე რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონისა და მესტიის მუნიციპალიტეტის ცხოველთა ძირითადი დაავადებებისგან თავისუფალ ზონად ჩამოყალიბების 2019-2022 წლების პროგრამის განხილვას დაესწრო. მინისტრის მოადგილის განცხადებით, რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის რეგიონისა და მესტიის მუნიციპალიტეტის ცხოველთა დაავადებებისგან თავისუფალ ზონად გამოცხადებას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ცხოველთა ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის, ასევე ვეტერინარული კეთილსაიმედოობის დაცვის კუთხით. „ეს არის ამბიციური პროექტი, რომელიც სხვა რეგიონებისთვის დამატებითი სტიმულის მიმცემი გახდება და ცხოველთა სხვადასხვა დაავადების საწინააღმდეგოდ ვეტერინარული კონტროლის განხორციელებას, ეკოლოგიური ბალანსის შენარჩუნებას და გარემოს დაცვას შეუწყობს ხელს“, - განაცხადა იური ნოზაძემ პროგრამის შეფასებისას. აღსანიშნავია, რომ პროგრამის განხორციელებაში, სახელმწიფო უწყებებთან ერთად, კერძო სექტორიც იქნება ჩართული, მათ შორის, ქართულ-ესპანური კომპანია Native Georgian, რომელიც ქართული მთის ღორის ჯიშის გადარჩენაზე მუშაობს. შეხვედრის ფარგლებში, მეცხოველეობის მიმართულების ფერმერული მეურნეობების განვითარების საკითხები განიხილეს და ქვეყანაში მეცხოველეობის დარგის პოტენციალზე, დარგის განვითარების პერსპექტივებსა და აღნიშნული მიმართულებით ინვესტირების შესაძლებლობებზე იმსჯელეს. მონაწილე მხარეებმა რაჭის რეგიონში კომპანია „ბლაუნშტაინ ჯორჯიაზეც’’ ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ მსგავსი კომპანიები რეგიონში ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას, ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას, ბიზნესგარემოს გაჯანსაღება-სტიმულირებას უწყობს ხელს. საქართველოს მთიანი რეგიონების განვითარების კონტექსტში ტურისტული პოტენციალის გამოყენების შესაძლებლობებიც განიხილეს და აღნიშნეს, რომ რეგიონის გაჯანსაღება ხელს შეუწყობს ტურისტების მოზიდვასა და ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას.
(NS)
ბათუმში ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა
ენმ-ში ყრილობა დასრულდა, შეიქმნა დროებითი მმართველობის საბჭოს ორგანო, ფავლენიშვილის ხელმძღვანელობით
მიქანაძე : მშობელი თუ არ ჩააცმევს ბავშვს ფორმას, იქნება კონკრეტული მექანიზმები, რაც შეიძლება ამოქმედდეს
მოიპოვე საქართველოს ბანკის სტიპენდია CHEVENING-ის პროგრამაში - განაცხადების მიღება დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)