|
2019-04-20 19:14:23, 1551 ნახვა
საზოგადოება
ზუგდიდში მოწამლული ბავშვების თანმხლები ქალის მტკიცებით, მცირეწლოვანები მისი შვილები არიან
ზუგდიში მოწამლული 10 ბავშვის თანმხლები ქალის განცხადებით, მცირეწლოვანები მისი შვილები არიან. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ბავშვებთან ერთად სხვა ქვეყანაში აპირებს წასვლას. „ტრანზიტით ჩემს შვილებთან ერთად მივდივარ ქმართან, სხვა ქვეყანაში. ესენი ჩემი შვილები არიან“, - განაცხადა ქალმა. ამ დროისთვის, ინტქსირებული ბავშვები ასავლეთ საქართველოს ფილტვისა და ინფექციურ დაავადებათა ცენტრში 7 მოზარდი იმყოფებიან. ქიმის, თემურ ნადირაძის თქმით, ბავშვებს ინტოქსიკაციის ერთნაირი ნიშნები აღენიშნებათ, რისი მიზეზიც კი, სოსისის მიღება გახდა. შეგახსენებთ, რომ დღეს ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში კვებითი ინტოქსიკაციის ნიშნებით 10 ბავშვი შეიყვანეს. ჰოსპიტალის ექიმის განცხადებით, არასრულწლოვნებს ღებინება და ზოგადი სისუსტე აღენიშნებათ. ისინი უკრაინის მოქალაქეები არიან და ნაქირვებ ბინაში ცხოვრობენ. ბავშვებს შორის ყველაზე პატარა 7 თვის არის. ამასთან, თანმხლებ ქალბატონთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. როგორც უწყებაში აცხადებენ, ვინაიდან 10 მცირეწლოვანი ბავშვიდან 4 2017 წელს არის დაბადებული, გაჩნდა ეჭვი, რომ საქმე ტრეფიკინგის ნიშნებს შეიცავს.„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში შემოსული ინფორმაციის თანახმად, 2019 წლის 8 აპრილს მოსკოვი-თბილისის რეისით საქართველოში ჩამოვიდა უკრაინის მოქალაქე, რომელსაც თან ახლდა 10 მცირეწლოვანი ბავშვი. სამინისტროს ხელთარსებული დოკუმენტაციის მიხედვით, 10-ვე ბავშვი ამ ქალბატონის შვილია. აღნიშნული ქალბატონი აპირებდა საქართველოდან აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლას.10 მცირეწლოვანი ბავშვიდან 4 დაბადებულია 2017 წელს. ვინაიდან აღნიშნულმა ფაქტმა გააჩინა საფუძვლიანი ეჭვი, რომ აღნიშნული შეიცავდა ტრეფიკინგის ნიშნებს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო გამოძიება სსკ-ის 143 პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით (ადამიანით ვაჭრობა - ტრეფიკინგი), რის ფარგლებშიც ტარდება აქტიური ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებები, რათა დადგინდეს ხომ არ აქვს ადგილი ადამიანებით ვაჭრობის ფაქტს. გამოძიების ფარგლებში მიმდინარეობს აქტიური თანამშრომლობა უცხოელ პარტნიორებთან“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
ნარმანია: წინასწარი შეფასებით, II სისტემური ავარიის მიზეზი იმერეთის ხაზზე ავარია იყო
კალაძე აშშ-ის საელჩოს განცხადებაზე: სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება არ ნიშნავს გინებას და შეურაცხყოფის მიყენებას
საქართველოს ბანკის საერთაშორისო სასტიპენდიო პროგრამებზე მიღება გრძელდება
სეს: 2 ტონამდე ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცის რეალიზაციის მცდელობა აღვკვეთეთ
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)