|
2019-04-19 17:20:13, 1558 ნახვა
საზოგადოება
წყნეთში ორი საცხოვრებელი სახლის გამაგრების სამუშაოები მიმდინარეობს
წყნეთში, ორ მისამართზე საცხოვრებელი სახლების გამაგრების სამუშაოები მიმდინარეობს. თბილისის მერიის ინფორმაციით, რეაბილიტაცია „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, სოხუმისა და გურამიშვილის ქუჩებზე მდებარე კორპუსებს უტარდება. გურამიშვილის N40-ში მიმდინარე სამუშაოების პირველ ეტაპზე, აგურის კედლების, ბეტონის ფილების, კიბეების, ფანჯრებისა და აივნების დემონტაჟი განხორციელდა. პროექტის თანახმად, უკვე გამაგრდა სახლის საძირკველი, მოეწყო კარკასი აივნებისთვის, სართულშუა გადახურვის განახლება კი უახლოეს დღეებში დასრულდება. რაც შეეხება სოხუმის N13-ში არსებულ სახლს, ტერიტორიაზე მიწის სამუშაოები ჩატარდა, გამაგრდა საძირკველი, განხორციელდა არმირება და კარ-ფანჯრების მოჩარჩოება. სამუშაოების შემდგომ ეტაპზე, ასევე, იგეგმება ფასადის რეაბილიტაცია. სოხუმის N13-ში ოთხი, ხოლო გურამიშვილის N40-ში რვა ოჯახი ცხოვრობს. პროექტების შედეგად, მათ განახლებული, გამაგრებული და უსაფრთხო საცხოვრებელი გარემო ექნებათ. პროექტის ღირებულება სოხუმის ქუჩაზე, დაახლოებით, 50 000-მდე ლარი, გურამიშვილის ქუჩაზე კი, 65 000-მდე ლარია. საცხოვრებელი სახლების გამაგრების სამუშაოებს გამგეობის დაკვეთით, კომპანიები -„ბილდინგი“ და შპს „ანი“ აწარმოებენ. პარალელურად, უახლოეს მომავალში სოხუმის N13-ში ასევე, სახურავის შეკეთება, ხოლო გურამიშვილის N40-ში წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია დაიწყება.
(NS)
ნარმანია: წინასწარი შეფასებით, II სისტემური ავარიის მიზეზი იმერეთის ხაზზე ავარია იყო
კალაძე აშშ-ის საელჩოს განცხადებაზე: სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება არ ნიშნავს გინებას და შეურაცხყოფის მიყენებას
საქართველოს ბანკის საერთაშორისო სასტიპენდიო პროგრამებზე მიღება გრძელდება
სეს: 2 ტონამდე ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცის რეალიზაციის მცდელობა აღვკვეთეთ
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)