16:08 - 04 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-18 10:43:48, 1672 ნახვა

საზოგადოება
„თავისუფალი, მაგრამ პოლარიზებული“ - მედიის თავისუფლების რეიტინგში საქართველო მე-60 ადგილზეა

საერთაშორისო ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრების გარეშე“ მსოფლიო მასშტაბით მედიაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ყოველწლიურ ანგარიშს აქვეყნებს, რომელშიც საქართველოც მოხვდა.

ინდექსის თანახმად, საქართველოს 28.98 ქულა აქვს. საქართველოს რეიტინგი 2018 წლის ინდექსთან შედარებით ერთი პოზიციით გაუმჯობესდა.

ორგანიზავიის მიერ შედგენილ რეიტინგში, საქართველო მე-60 ადგილს იკავებს. ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ საქართველოში მედია გარემო პლურალისტულია, თუმცა გარკვეულ წილად ის პოლარიზებულია.

 ანგარიშში საუბარი „რუსთავი 2“-ის გარშემო გამვითარებულ მოვლენებსა და თბილისიდან 2017 წელს გატაცებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის საქმეს შეეხო. აღსანიშნავია, რომ 2018 წელს საქართველო "მედიის თავისუფლების რეიტინგში" ასევე მე-60 ადგილს იკავებდა.





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ნარმანია: წინასწარი შეფასებით, II სისტემური ავარიის მიზეზი იმერეთის ხაზზე ავარია იყო
კალაძე აშშ-ის საელჩოს განცხადებაზე: სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება არ ნიშნავს გინებას და შეურაცხყოფის მიყენებას
საქართველოს ბანკის საერთაშორისო სასტიპენდიო პროგრამებზე მიღება გრძელდება
სეს: 2 ტონამდე ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცის რეალიზაციის მცდელობა აღვკვეთეთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics