|
2019-04-16 18:55:26, 1654 ნახვა
საზოგადოება
ფანასკერტელის ქუჩაზე სკვერის მოწყობის სამუშაოები სრულდება
საბურთალოს რაიონში, ფანასკერტელის ქუჩა N16-ის მიმდებარე ტერიტორიაზე სკვერის რეაბილიტაცია სრულდება. პროექტის ფარგლებში, საბავშვო გასართობი მოედანი მოეწყო, სადაც სხვადასხვა ატრაქციონი დამონტაჟდა. ასევე, ტერიტორიაზე მოეწყო განათების სისტემა, საჩრდილობელი და საბაღე სკამები განთავსდა. ამ დროისთვის, სკვერში გამწვანების სამუშაოები მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც, ტერიტორიაზე სხვადასხვა სახის ხე-მცენარეები დაირგვება და რულონური ბალახი დაიგება. მიმდინარე სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე გაეცნო. „აღნიშნული სკვერის კეთილმოწყობა მოსახლეობის დიდი სურვილი იყო. რეკრეაციული და საბავშვო გასართობი სივრცეების შექმნა ჩვენთვისაც მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს, სადაც დასვენების შესაძლებლობა ყველა თაობის ადამიანს ექნება. მინდა, მოსახლეობას ვთხოვო, მწვანე სივრცეებს მაქსიმალურად გავუფრთხილდეთ, რათა რაიონში რაც შეიძლება მეტი მოწესრიგებული სივრცე არსებობდეს“, - განაცხადა გაიოზ ვასაძემ. სკვერის რეაბილიტაციის სამუშაოებს, რომლის ღირებულება 72 531 ლარს შეადგენს, კომპანია „ტაო“ ახორციელებს.
(NS)
საქართველოს ბანკის საერთაშორისო სასტიპენდიო პროგრამებზე მიღება გრძელდება
სეს: 2 ტონამდე ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცის რეალიზაციის მცდელობა აღვკვეთეთ
2024 წელს სამტრედიაში მელიაზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება განახლდა - გადაკვალიფიცირდა მუხლი
ვეფხია კასრაძე მადლობას უხდის თანამებძოლებს, ვინც დაბადების დღე მიულოცა
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)