|
2019-04-15 18:39:27, 1482 ნახვა
საზოგადოება
საგარეო - ანსამბლ „გორდას“ წევრების ნაწილი საქართველოში დღეს დაბრუნდება
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ისრაელეში ანსამბლ „გორდას“ წევრების ნაწილი საქართველოში დღეს დაბრუნდება. უწყების განმარტებით, საქართველოს კონსულს ისრაელში, ისრაელის საიმიგრაციო სამსახურის წარმომადგენლებთან ჰქონდა შეხვედრა. „ისრაელში საქართველოს კონსულს მოქალაქეებთან, ბავშვებთან, ისრაელის საიმიგრაციო სამსახურის წარმომადგენლებთან შეხვედრა ჰქონდა. მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, ბავშვებისა და ორი მშობლის დღეს საქართველოში დაბრუნებასთან დაკავშირებით. მათი ბილეთები შეძენილ იქნა ისრაელური მხარის მიერ. ჩვენი თხოვნით ჩართული იყო საქართველოს ავიახაზები. დღეს აირზენას რეისით 21:30 სთ-ზე გამოფრინდებიან საქართველოში. ოჯახის წევრები ინფორმირებული არიან“, - ნათქვამია განცხადებაში. 14 აპრილს ისრაელის საზღვრის დაცვის სამსახურიდან საქართველოს საკონსულში შევიდა ინფორმაცია საზღვარზე შემოწმების მიზნით ანსამბლ "გორდა"-ს 17-კაციანი ჯგუფის შეფერხების თაობაზე. როგორც უწყებაში აღნიშნავენ, მესაზღვრეებისათვის საეჭვო გახდა ის გარემოება, რომ ანსამბლი ისრაელში მიდიოდა საბავშვო ფესტივალზე მონაწილეობის მიზნით და ანსამბლის 17 წევრიდან მხოლოდ 5 იყო ბავშვი, დანარჩენი კი 25 წლის ზემოთ პირები. შესაბამისად მათ უარი ეთქვათ ისრაელში შესვლაზე.
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)