|
2019-04-15 11:28:53, 1372 ნახვა
საზოგადოება
„კლანი უნდა წავიდეს“ - NGO-ები და სამოქალაქო აქტივისტები პარლამენტში სპეციალური მაისურებით მივიდნენ
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის წესთან დაკავშირებით, უმრავლესობის საკანონმდებლო პაკეტის განხილვის გასაპროტესტებლად, პარლამენტში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები მოვიდნენ. მათ პროტესტის ნიშნად შავი მაისურები, წარწერით "კლანი უნდა წავიდეს" აცვიათ. ცნობისთვის, 20 მარტს პარლამენტმა 89 ხმით მოსამართლეთა შერჩევის შესახებ კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო. კანონპროექტი "საერთო სასამართლოების შესახებ" ორგანულ კანონში ცვლილებებს ითვალისწინებს და უზენაეს სასამართლოში უვადოდ დასანიშნი მოსამართლეების შერჩევის პროცედურებსა და კრიტერიუმებს განსაზღვრავს. აღსანიშნავია, რომ კანონპროექტს ოპოზიცია, მესამე სექტორი და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრთა ნაწილი მწვავედ აკრიტიკებს. ისინი აღნიშნულ პროექტს "ჩინჩალაძე-მურუსიძის კლანისთვის შეკერილ მანტიას" უწოდებენ.
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)