|
2019-04-11 17:22:31, 1514 ნახვა
საზოგადოება
ნუცუბიძის IV მიკრორაიონში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს
ვაკის რაიონში საგზაო სამუშაოები სხვადასხვა მისამართზე მიმდინარეობს. გზის რეაბილიტაცია ნუცუბიძის IV მიკრორაიონში, მე-20 კორპუსის მიმდებარე ტერიტორიიდან N102 საჯარო სკოლამდე არსებულ მონაკვეთში ხორციელდება. პროექტის ფარგლებში, უკვე მოეწყო ბორდიური, ამ ეტაპზე კი ტროტუარის განახლება მიმდინარეობს. სამუშაოების მეორე ეტაპზე, რეაბილიტაცია გზის სავალ ნაწილს ჩაუტარდება. პროექტის შედეგად, დაახლოებით, 3 000 კვ.მ ფართობის გზა განახლდება, რაც კომფორტულად გადაადგილების პირობებს შექმნის. აღნიშნული სამუშაოების პარალელურად, გზის საფარის განახლება ბედიას N4-ში სრულდება. პროექტის თანახმად, 1 100 კვ.მ ფართობის ეზოში ბორდიური მოეწყო და ასფალტის საფარი დაიგო. საგზაო სამუშაოები ვაკის რაიონის გამგებელმა ნოდარ ტურძელაძემ დაათვალიერა, ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად მიმდინარე პროექტები განიხილა და მათ საჭიროებს გაეცნო.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)