13:01 - 04 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-11 17:13:26, 1406 ნახვა

საზოგადოება
სეტყვის საწინააღმდეგო სისტემამ კახეთის ორ რაიონში სეტყვასაშიში პროცესები გაანეიტრალა

ბუნებრივ მოვლენებზე აქტიური ზემოქმედების ცენტრის დაქვემდებარებაში მყოფი სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის მართვის ცენტრის მიერ, 10 აპრილს, კახეთის რეგიონში 25 კვადრატულ კილომეტრამდე საერთო ფართობის სეტყვასაშიში ღრუბლის მასები დამუშავდა რითაც კახეთის ორივე რაიონში მოსალოდნელი სეტყვა სრულად თავიდან იქნა აცილებული.

„10 აპრილს 17:00 საათიდან სამხრეთ-დასავლეთ მიმართულებიდან რეგიონში რამდენიმე სეტყვასაშიში ღრუბლის ფრონტალური მასა შემოვიდა. 21:30 საათამდე ახმეტის და თელავის რაიონებში ღრუბლები რამდენიმე ეტაპად დამუშავდა.სეტყვის მოსვლის ალბათობამ 100% შეადგინა, გასროლილ იქნა 55 რაკეტა.

აქტიური ზემოქმედების შედეგად ნალექის სრული მასა წვიმის სახით ჩამოიცალა“, - აცხადებენ სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის მართვის ცენტრში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
18 თვეში პატიმართა რაოდენობა საქართველოში 43%-ით არის გაზრდილი
ბათუმის საზღვრები შესაძლოა შეიცვალოს
მენტორები, რომლებიც საქართველოს ნაკრებს AI-ს საერთაშორისო ოლიმპიადისთვის ამზადებენ
ნეთანიაჰუმ დაადასტურა, რომ ტრამპთან ჰამასის შეთანხმებასთან დაკავშირებით უთანხმოება აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics