|
2018-06-15 13:58:14, 708 ნახვა
კომენტარი
ზაზა სარალიძე: მთავრობის დათხოვნა ჩემი და მაჩალიკაშვილის საქმეების გადაფარვას ნიშნავს
მთავრობის დათხოვნა დღესდღეობით ჩემი საქმის და მაჩალიკაშვილის საქმის გადაფარვას ნიშნავს, - ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მან აღნიშნა, როგორც პრემიერ-მინისტრი დაინიშნება, ის მასთან შეხვედრას მოითხოვს. "მთავრობის დათხოვნა დღესდღეობით ჩემი საქმის და მაჩალიკაშვილის საქმის გადაფარვას ნიშნავს, პირდაპირ ვამბობ ამას. რა თქმა უნდა, როგორც კი დაინიშნება პრემიერი, იმ დღესვე მოვითხოვ მასთან შეხვედრას, რომ პასუხისმგებლობა აიღოს თავის თავზე, მიადევნებს თვალყურს ამ საქმეს თუ არ მიადევნებს", - განაცხადა ზაზა სარალიძემ. ცნობისთვის, ზაზა სარალიძეს შსს-ში ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმის გამოძიების ფარგლებში, მეორედ გამოკითხავენ. იგი უწყებაში ადვოკატ ნესტან ლონდარიძესთან ერთად მივიდა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)