|
2018-06-14 19:28:48, 775 ნახვა
კომენტარი
ბახტაძე: განათლების სექტორის ფუნდამენტური რეფორმა მთავრობის აბსოლუტური პრიორიტეტი იქნება
„ინვესტირება განათლებაში და ამ სექტორის ფუნდამენტური რეფორმა, იქნება საქართველოს მთავრობის აბსოლუტური პრიორიტეტი“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, სწორედ განათლებული ახალგაზრდობა მოიტანს იმ შედეგს, რასაც განვითარებული ეკონომიკების მქონე ქვეყანათა რიგებში საქართველოს ჩართვა ჰქვია. „მეოთხე - არის ჩემი ცხოვრების მთავარი პრიორიტეტი. ეს არის განათლება, ინოვაცია და ახალგაზრდობა. სწორედ მოტივირებული, განათლებული, სამეწარმეო ენთუზიაზმით აღსავსე და რაც მთავარია, თავიანთ შესაძლებლობებში დარწმუნებული ახალგაზრდობა მოიტანს იმ შედეგს, რასაც ქვია საქართველოს ჩართვა განვითარებული ეკონომიკების მქონე ქვეყანათა რიგებში. სწორედ ასეთი საქართველო არის ერთადერთი და უალტერნატივო შეთავაზება ჩვენი აფხაზი და ოსი ძმებისთვის, რომ დავრუნდეთ ერთიან ოჯახში. შესაბამისად, ინვესტირება განათლებაში და ამ სექტორის ფუნდამენტური რეფორმა, იქნება საქართველოს მთავრობის აბსოლუტური პრიორიტეტი“, - განაცხადა ბახტაძემ. შეგახსენებთ, „ქართულმა ოცნებამ“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად მამუკა ბახტაძე წარადგინა. წარდგენის შემდეგ, პრემიერობის კანდიდატმა გუნდს მადლობა გადაუხადა და საკუთარ ხედვებზე ისაუბრა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)