13:44 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-11 13:15:11, 793 ნახვა

კომენტარი
მაჩალიკაშვილი: ტყვიას თუ დამაჭედებენ გამიტანენ, მაგრამ ჩემს ზურგს უკან დიდი ძალა დგას

„რომელი ტყვიაც დააჭედეს ჩემს შვილს თავში ამ ტყვიას თუ დამაჭედებენ მაშინ გამიტანენ, მაგრამ ჩემს ზურგს უკან დიდი ძალა დგას“, - ამის შესახებ პანკისის სპეცოპერაციის შედეგად მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა განაცხადა.

მან პარლამენთან აქციის მონაწილეების დაკავება გააპროტესტა და აღნიშნა, რომ აქციები გაგრძელდება მანამ, სანამ მოთხოვნები არ იქნება შესრულებული.

„ყველანაირი მცდელობაა, რომ დაშალონ აქცია, გვიგზავნიან პროვოკატორებს. ეს არის დანაშაული, ჩვენ ხომ მოქალაქეები ვართ, არაფერს ვაშავებთ, ვითხოვთ იმ ადამიანების დასჯას და იმის გამო ვართ აქ. ვცდილობთ, რომ დანარჩენი ახალგაზრდობაც იყოს დაცული ამ დამნაშავეების ხელში. ესენი თუ არ წავიდნენ ყოველთვის ასე იქნება. მე გუშინ განვაცხადე, რომელი ტყვიაც დააჭედეს ჩემს შვილს თავში ამ ტყვიას თუ დამაჭედებენ მაშინ გამიტანენ, მაგრამ ჩემს ზურგს უკან დიდი ძალა დგას. ჩემს ზურგს უკან დგას ხალხი, კეთილი, ვაჟკაცი ხალხი, ეს არის ძალა“, - განაცხადა მაჩალიკაშვილმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მერცი: აშშ-მ გერმანიისთვის Tomahawk-ის მიყიდვას დაამტკიცა
კალაძე: ბიძინა ივანიშვილი საქართველოს უახლეს ისტორიაში მართლაც ოქროს ასოებით ჩაიწერება
ISFED-მა იმედის 26 მაისის ქარდის მომწონებლებს შორის 1 500-ზე მეტი ტროლ-ბოტი გამოავლინა
მერცის განცხადებით, გერმანიამ Tomahawk-ის რაკეტების შესყიდვის შესახებ აშშ-სთან შეთანხმებას მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics