14:51 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-07-09 13:05:59, 290 ნახვა

პოლიტიკა
მერცის განცხადებით, გერმანიამ Tomahawk-ის რაკეტების შესყიდვის შესახებ აშშ-სთან შეთანხმებას მიაღწია

გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ აშშ-ის მთავრობა დათანხმდა გერმანიისთვის შორ მანძილზე მოქმედი ფრთოსანი რაკეტების, „ტომაჰავკის“ მიყიდვას. ამის შესახებ გერმანიის მთავრობის მეთაურმა ბუნდესტაგში სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.

მერცის თქმით, აღნიშნულ რაკეტებს ფედერალური მთავრობა შეიძენს და გერმანიაში განლაგდება. მხარეები ამის თაობაზე თურქეთის დედაქალაქ ანკარაში, ნატო-ს სამიტის ფარგლებში შეთანხმდნენ.

გერმანიის კანცლერის თქმით, ეს აღმოფხვრის თავდაცვაში არსებულ „მნიშვნელოვან სტრატეგიულ ხარვეზს“. მერცი ამბობს, რომ, ამავდროულად, ევროპა აპირებს საკუთარი სისტემების შემუშავებას და განლაგებას.

გერმანიის კანცლერმა ასევე აღნიშნა, რომ ნატო ტრანსატლანტიკურ ალიანსად რჩება, მაგრამ ევროპამ უფრო მეტი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს საკუთარ უსაფრთხოებაზე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკომისარი აზერბაიჯანის პროკურატურისგან აფგან სადიგოვის დაკავებაზე განმარტებას ითხოვს
ლიტერატურული პრემია „საბას“ 2026 წლის ფინალისტები ცნობილია
მერცი: აშშ-მ გერმანიისთვის Tomahawk-ის მიყიდვას დაამტკიცა
კალაძე: ბიძინა ივანიშვილი საქართველოს უახლეს ისტორიაში მართლაც ოქროს ასოებით ჩაიწერება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics