15:06 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-28 14:47:12, 1878 ნახვა

ეკონომიკა
შემეცნებითი ტური „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“-ში

27-28 ნოემბერს, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“-ს (სსე), შემეცნებითი ტურის ფარგლებში, მესტიის მუნიციპალიტეტების სკოლების უფროსკლასელები სტუმრობდნენ.

მოსწავლეებმა დაათვალიერეს ზემო ავჭალის ჰიდროელექტროსადგური (ზაჰესი), მოისმინეს ჰესის ისტორია და გაეცნენ ელექტროენერგიის გამომუშავების პროცესს.

ტურის ფარგლებში, უფროსკლასელებმა მოინახულეს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ სათავო ოფისში მდებარე ეროვნული სადისპეტჩერო ცენტრი, სადაც ჩაუტარდათ მცირე ლექცია ზოგად ენერგეტიკაზე და „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ როლზე ქვეყნის ენერგეტიკის განვითარების საქმეში.  ეროვნული სადისპეტჩეროს შემდეგ, მოსწავლეები ნავთლუღის ქვესადგურსა და სსე-ის სასწავლო ცენტრის პოლიგონს ესტუმრნენ, სადაც უშუალო მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა ელექტრომოწყობილობის ტესტირების პროცესში.

„დიდი მადლობა, ამ მნიშვნელოვანი, შემეცნებითი ტურის ორგანიზებისთვის. ძალიან კმაყოფილები ვართ ჩვენც და მოსწავლეებიც. ასეთი ტურები აუცილებელია ახალგაზრდებისთვის ინფორმაციის მისაწოდებლად და ვიმედოვნებ, რომ მათ პროფესიის სწორად განსაზღვრაში დაეხმარება“ - აღნიშნა მესტიის რაიონის სოფელ ხაიშის საჯარო სკოლის ფიზიკის პედაგოგმა აკაკი ზუმაძემ.

ენერგეტიკული მდგრადობა ქვეყნის ეკონომიკის სიძლიერისთვის ერთ-ერთ ძირითად ფაქტორს წარმოადგენს, ამიტომ ახალი თაობისთვის ამ თემაზე ინფორმაციის მიწოდება და ახალგაზრდების დაინტერესება ენერგეტიკის სფეროთი სსე-სთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინამ ბოლო 4 დღეში აზოვის ზღვაში 35 რუსულ ტანკერს დაარტყა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელ. კომერციის ვორქშოპი გაიმართება
ევროკომისარი აზერბაიჯანის პროკურატურისგან აფგან სადიგოვის დაკავებაზე განმარტებას ითხოვს
ლიტერატურული პრემია „საბას“ 2026 წლის ფინალისტები ცნობილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics