|
2017-11-28 11:35:26, 1802 ნახვა
ეკონომიკა
ანაკლიის პორტი აზერბაიჯანისა და ყაზახეთის პორტებს შორის მემორანდუმებს გააფორმებს
დღეს, 18:00-ზე „თბილისის აბრეშუმის გზის" ფორუმზე „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი" ტრანსკასპიური დერეფნის პორტებთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმებს გააფორმებს. "ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" ინფორმაციით, მემორანდუმები ბაქოს საერთაშორისო სავაჭრო საზღვაო პორტისა და ყაზახეთის პორტ კურიკის წარმომადგენლებთან გაფორმდება. შეთანხმების ხელმოწერა სასტუმრო „ბილტმორში" გაიმართება და დოკუმენტს ხელს პორტების პირველი პირები მოაწერენ. შეთანხმებები პორტებს შორის ხელს შეუწყობს ტრანს-კასპიური დერეფნის განვითარებას და ანაკლიის პორტის მშენებლობის დასრულებისთანავე ტვირთის გადაზიდვის კონკურენტუნარიან პირობებს შექმნის. ანაკლიის პორტით ასევე დაინტერესდნენ რუმინული ღრმაწყლოვანი პორტის კონსტანცას წარმომადგენლები, რომლის ოფიციალური დელეგაცია „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს" სამუშაო ვიზიტით 27 ნოემბერს ეწვია. უახლოეს მომავალში იგეგმება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება კონსტანცას ნავსადგურთანაც. ღრმაწყლოვანი პორტის, ქალაქ ანაკლიისა და სპეციალური ეკონომიკური ზონის პროექტებს აქტიურად განიხილავენ „თბილისის აბრეშუმის გზის" ფორუმზე, რომელიც 28-29 ნოემბერს იმართება. ანაკლია ფორუმის ერთ-ერთი მთავარი პარტნიორი და სპონსორია. ფორუმის ფარგლებში სხვადასხვა სადისკუსიო პანელზე ანაკლია განხილული იქნება, როგორც აბრეშუმის გზის ერთ-ერთი სტრატეგიული პროექტი შუა კორიდორის განვითარებაში, მნიშვნელოვანი გზაჯვარედინი და საქართველოს ახალი შესაძლებლობა. ანაკლიის პროექტის წარმომადგენლები ორმხრივ შეხვედრებს გამართავენ ფორუმის მონაწილე 30-ზე მეტ კომპანიასთან. ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა 2017 წლის 20 დეკემბერს იწყება. პორტის პირველი ფაზის გახსნა და ნავსადგურში პირველი გემების მიღება 2021 წლისთვის იგეგმება.
უკრაინამ ბოლო 4 დღეში აზოვის ზღვაში 35 რუსულ ტანკერს დაარტყა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელ. კომერციის ვორქშოპი გაიმართება
ევროკომისარი აზერბაიჯანის პროკურატურისგან აფგან სადიგოვის დაკავებაზე განმარტებას ითხოვს
ლიტერატურული პრემია „საბას“ 2026 წლის ფინალისტები ცნობილია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)