|
2017-11-21 10:25:45, 3298 ნახვა
სამხედრო
ამერიკა საქართველოს Javelin-ის სარაკეტო კომპლექსებს გადასცემს
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა, საქართველოსთვის Javelin-ის ანტისატანკო სარაკეტო კომპლექსების გადაცემის გადაწყვეტილება მიიღო, - ამის შესახე ინფორმაციას ამერიკის თავდაცვისა და უსაფრთხოების სააგენტო ავრცელებს. თავდაცვისა და უსაფრთხოების სააგენტოს ინფორმაციით, ტექნიკის ღირებულება 75 მილიონ დოლარს აღწევს. “საქართველოს მთავრობამ მოითხოვა ანტისარაკეტო კომპლექს Javelin-ის 410 რაკეტის, 72 სამიზნე-გამშვები ბლოკის, 10 სასწავლო კომპლექსისა და 70 ჭურვის შეძენა. ამერიკის მთავრობა მზადაა, საქართველოში ტექნიკის ტრანსპორტირება და მისი მომსახურება უზრუნველყოს. საქართველოს უსაფრთხოების გაძლიერების ხარჯზე იარაღის ეს მიწოდება აშშ-ის საგარეო პოლიტიკასა და ეროვნულ უსაფრთხოებას გააძლიერებს. შეიარაღების გაყიდვა რეგიონში არსებულ ძალების სამხედრო ბალანსს არ შეცვლის“, – ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ცნობაში. გარდა ამისა, ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ იარაღის მიწოდების შესახებ გარიგება დასრულებული არ არის და მისი გადახედვა კონგრესს შეუძლია.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზალუჟნიმ ზელენსკის პრეზიდენტობის კანდიდატად კენჭისყრის განზრახვის შესახებ აცნობა
უკრაინამ Rheinmetall-ისგან 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვები შეუკვეთა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)