2026-07-01 17:07:05, 276 ნახვა
მსოფლიო
ანტვერპენში ხანძრის შედეგად სულ მცირე 5 ადამიანი გარდაიცვალა
ანტვერპენში 10-სართულიან საცხოვრებელ კორპუსს, რომელშიც 200-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, ხანძარი გაუჩნდა. სქელი კვამლი დღეს დილით, მე-8 სართულიდან შენიშნეს.
მეხანძრეების ოპერატიული რეაგირებისა და სამაშველო ღონისძიებების მიუხედავად, მცხოვრებლების შენობიდან დროულად გამოყვანა ვერ მოხერხდა.
BBC-ის ცნობით, დაღუპულია სულ მცირე 5 ადამიანი, ასევე არიან მძიმედ და მსუბუქად დაშავებულები.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა თვითმხილველებმა გამოცემა De Standaard-თან საუბრისას აღნიშნეს, რომ შენობის სახურავზე სამუშაოები მიმდინარეობდა.
ადგილზე სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე გრძელდება.
ავტორი: ექსპრესნიუსი,