16:21 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-29 10:28:11, 1992 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
კვირიკაშვილი: საქართველოს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი ნატოს წევრობის დღის წესრიგის განხორციელება

პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიის ჩატარება თბილისში, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ემთხვევა,  ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ნატო-ში გაწევრიანების პროცესის მხარდაჭერის ძალიან ძლიერი დემონსტრირებაა.

„ეს არის მართლაც მკაფიო გზავნილი ჩვენი ხალხისთვის, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მთელი ევროატლანტიკური საზოგადოება რთული გამოწვევების წინაშე დგას. ნატო წარმოადგენს ყველაზე წარმატებულ ალიანსს, რადგან ის მტკიცედ ერთ მუშტად შეკრული დგას თავისი წევრების სუვერენიტეტისა და დემოკრატიის სადარაჯოზე და მზადაა, თავის რიგებში მიიღოს ევროპული ქვეყნები, რომლებიც იზიარებენ იმავე ღირებულებებს, ასევე შესწევთ უნარი, წვლილი შეიტანონ საერთო ევროატლანტიკური უსაფრთხოების გაძლიერებაში. ალიანსის ღია კარის პოლიტიკის კიდევ ერთი ნათელი დადასტურებაა, გადაწყვეტილება ნატო-ს 29-ე წევრად მონტენეგროს მიწვევის შესახებ. საქართველოს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი ნატოს წევრობის დღის წესრიგის განხორციელება“,-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაზე სიტყვით გამოსვლისას და დასძინა, რომ საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში პოზიტიური დინამიკა აქვს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გაორმაგების დღე Galleria Tbilisi-ში - 5 ივლისს PLUS ქულებით გადახდისას 50%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებთ
„სელფი“ Tbilisi Open Air 2026-ის ტელეკომ პარტნიორია
აბაშაში, საქართველოს ბანკში ერთი პირი შეიჭრა და სანადირო თოფიდან გაისროლა
საქართველოსა და უზბეკეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება გაფორმდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics