14:06 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-28 14:55:14, 668 ნახვა

საზოგადოება
კვლევის თანახმად, გამოკითხულთა მხოლოდ 16%- მა იცის, რომ უფლება აქვს, პლენარულ სხდომებს და საკომიტეტო მოსმენებს დაესწროს

" საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველოს" დაკვეთით, CRRC-ს მიერ 2016 წლის მარტში  საზოგადოებრივო აზრის კვლევა ჩატარდა.

 ორგანიზაცია შეეცადა, გაერკვია, რამდენად დაინტერესებულია საქართველის მისახლეობა საპარლამენტო ინფორმაციის მიღებით და რამდენად ინფორმირებულები არიან  პარლამენტის საქმიანობის შესახებ.

კვლევის შედეგების თანახმად, გამოკითხულთა თითქმის 90%- მა  არ იცის, რომ პარლამენტში შესაძლებელია საგანმანათლებლო ტურებში მონაწილეობა.ასევე, გამოკითხულთა მხოლოდ 16%- მა იცის, რომ ყველას აქვს უფლება, დაესწროს პლენარულ სხდომებს და სკომიტეტო მოსმენებს.

" საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველო" ასევე დაინტერესდა, რამდენად არიან ჩართულები საქართველოს მოქალაქეები საკანონმდებლო პროცესში.

გამოიკვეთა, რომ გამოკითხულთა უმრავლესობა (97%) არასოდეს დასწრებია პლენარულ სხდომას, ან საკომიტეტო მოსმენას,ხოლო მხოლოდ 1%- ს მიუმართავს პარლამენტისთვის საჯარო ინფორაციის გამოთხოვის, ან პარლამენტისთვის კანონში ცვლილების შეტანის, ან ახალი კანონის მიღების მიზნით.

გამოკითხულთა 64% ,ვისაც მიუმართავს პარლამენტისთვის საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის მიზნით, მიიჩნევს, რომ ინფორმაცია დროულად მიიღო.

შემთხვევითი შერჩევის მრთოდით 2032 ადამიანი გამოიკითხა( გარდა ეთნიკური უმცირესობებით  მჭიდროდ დასახლებული  რეგიონებისა დს ოკუპირებული  ტერიტორიებისა). კვლევა რეპრეზენტატულია ქვეყნის მასშტაბით, ხოლო მისი ცდომილების საშუალო ზღვარი 3.2%-ს შეადგენს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ლიტერატურული პრემია „საბას“ 2026 წლის ფინალისტები ცნობილია
მერცი: აშშ-მ გერმანიისთვის Tomahawk-ის მიყიდვას დაამტკიცა
კალაძე: ბიძინა ივანიშვილი საქართველოს უახლეს ისტორიაში მართლაც ოქროს ასოებით ჩაიწერება
ISFED-მა იმედის 26 მაისის ქარდის მომწონებლებს შორის 1 500-ზე მეტი ტროლ-ბოტი გამოავლინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics