14:07 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-28 10:28:11, 615 ნახვა

საზოგადოება
NBA-ის კალათბურთელმა N16 დაწესებულების მსჯავრდებულებს მასტერკლასი ჩაუტარა

NBA-ის  კალათბურთელმა ზარკო ცაბარკაპამ   სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N16 დაბალი რისკის პენიტენციური დაწესებულების  მსჯავრდებულებს მასტერკლასი ჩაუტარა.

როგორც „ექსპრესნიუსს“ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროდან აცნობეს, კალათბურთელმა  მსაჯვრდებულებთან ერთად დაწესებულების რეაბილიტირებულ სპორტულ დარბაზში  ითამაშა და  მათ საკუთარი გამოცდილება გაუზიარა.

როგორც ზარკო ცაბარკაპამ აღნიშნა, მოხარულია, რომ მიეცა შანსი მსჯავრდებულებთან ეთამაშა.

,,მშვენიერი საკალათბურთო დარბაზია და კარგია, რომ მსჯავრდებულებს შესაძლებლობა აქვთ დაკავდნენ სპორტით. ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ მათთან თამაშის შესაძლებლობა მომეცემოდა და მოხარული ვარ, რომ  ასეთი შანსი მომეცა“, -განაცხადა ზარკო ცაბარკაპამ.   

N16 პენიტენციურ  დაწესებულებაში სტუმრობისას კალათბურთელმა მინიფეხბურთის მოედანი, სასადილო, მოკლევადიანი და გრძელვადიანი პაემნების ოთახები და მსჯავრდებულების საცხოვრებელი კორპუსიც დაათვალიერა.

უწყების ინფორმაციით, სპორტსმენის მსჯავრდებულებთან შეხვედრა აშშ-ის საელჩოს ნარკოტიკებთან ბრძოლისა და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის საკითხთა საერთაშორისო ბიუროს ( INL) ორგანიზებით განხორციელდა.

მსჯავრდებულებმა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს  კალათბურთელთან შეხვედრის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადეს.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ლიტერატურული პრემია „საბას“ 2026 წლის ფინალისტები ცნობილია
მერცი: აშშ-მ გერმანიისთვის Tomahawk-ის მიყიდვას დაამტკიცა
კალაძე: ბიძინა ივანიშვილი საქართველოს უახლეს ისტორიაში მართლაც ოქროს ასოებით ჩაიწერება
ISFED-მა იმედის 26 მაისის ქარდის მომწონებლებს შორის 1 500-ზე მეტი ტროლ-ბოტი გამოავლინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics