14:05 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-26 18:24:51, 914 ნახვა

საზოგადოება
არქიმანდრიტი გაბრიელი საზოგადოებას ბოდიშს უხდის

არქიმანდრიტი გაბრიელი საზოგადოებას ბოდიშს უხდის. ინფორმაციას შემოქმედის ეპარქიის პრესსამსახური სოციალურ ქსელში ავრცელებს:

“არქიმანდრიტი გაბრიელი თავს ძალიან უხერხულად გრძნობს და ბოდიშს იხდის საზოგადოების წინაშე მომხდარი ინციდენტის გამო. იგი, ასევე, თხოვნით მიმართავს საზოგადოებას, ნუ მოძებნიან ამ სიტუაციაში მყტუან-მართალს, რადგან აღნიშნული მხოლოდ კონფლიქტის ესკალაციას გამოიწვევს, რაც თავის მხრივ ეწინააღმდეგება ქრისტიანულ მრწამს და მორალს,”- ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, ლანჩხუთის რაიონის აცანის ეკლესიის წინამძღვარი ირწმუნებოდა, რომ მას სამართალდამცველები  მას ფიზიკურდ გაუსწორდნენ, რაც შსს-მ კატეგორიულად უარყო. როგორც უწყებაში აცხადებენ, მამა გაბრიელ კახელიშვილი ავტომობილს ნასვამ მდგომარეობაში მართავდა, რა დროსაც პოლიციამ გააჩერა და სახლში წაყვანა შესთავაზა. თუმცა, შსს-ს ცნობით,  ამ შეთავაზებას მამაოს მხრიდან აგრესიული ქმედება მოჰყვა და პოლიციელებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ოფიციალური ინფორმაციით, მამა გაბრიელ კახელიშვილი სწორედ ამის გამო დააკავეს და ლანჩხუთიდან ოზურგეთში გადაყვანისას, მანქანაში თვითდაზიანებები მიიყენა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მერცი: აშშ-მ გერმანიისთვის Tomahawk-ის მიყიდვას დაამტკიცა
კალაძე: ბიძინა ივანიშვილი საქართველოს უახლეს ისტორიაში მართლაც ოქროს ასოებით ჩაიწერება
ISFED-მა იმედის 26 მაისის ქარდის მომწონებლებს შორის 1 500-ზე მეტი ტროლ-ბოტი გამოავლინა
მერცის განცხადებით, გერმანიამ Tomahawk-ის რაკეტების შესყიდვის შესახებ აშშ-სთან შეთანხმებას მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics