|
2016-06-10 12:12:33, 602 ნახვა
პოლიტიკა
აფხაზეთის ე.წ პრემიერი: ოსეთი გახლეჩილი ერია, ამიტომაც რუსეთთან შეერთება უნდა, ჩვენთან სხვა სიტუაციაა
ოსეთი გახლეჩილი ერია, რომლის ნაწილიც რუსეთში ცხოვრობს, ნაწილი კი, სამხრეთ ოსეთში, ამიტომაც მათ აქვთ გაერთიანების სურვილი. ჩვენთან კი, სულ სხვა სიტუაციაა. აფხაზეთი - ეს სულ სხვა ისტორიაა, - ასე შეაფასა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ პრემიერმა არტუერ მიქვაბიამ სამხრეთ ოსეთის რუსეთთან შეერტების "რეფერენდუმი". მიქვაბიას თქმით, მას ესმის სამხრეთ ოსეთში მცხოვრები ადამიანების სურვილი, შეუერთდნენ რუსეთს, თუმცა, აფხაზეთში სულ სხვა სიტუაციაა. "სამხრეთ ოსეთის მოტივი სრულიად ნათელია. ოსეთი გახლეჩილი ერია, რომლის ნაწილიც რუსეთში ცხოვრობს, ნაწილი კი, სამხრეთ ოსეთში, ამიტომაც მათ აქვთ გაერთიანების სურვილი. ჩვენთან კი, სულ სხვა სიტუაციაა. ჩვენ დამოუკიდებელი ქვეყანა ვართ და ასეთად დავრჩებით, ამასთან ვიქნებით დიდებული რუსეთის ყველაზე სანდო და ერთგული პარტნიორები. ჩვენ დავიმსახურეთ დამოუკიდებლობა, რადგან მის მოსაპოვებლად შევწირეთ ათასობით სიცოცხლე, ჩვენი საუკეთესო შვილების", - განაცხადა აფხაზეთის "პრემიერმა". შეგახსენებთ, სამხრეთ ოსეთში ე.წ. რეფერენდუმი 2017 წელს ჩატარდება. "რეფერენდუმზე" სამხრეთ ოსეთის რუსეთთან შეერთების საკითხი გადაწყდება. აღნიშნულ ბრძანებას "პრეზიდენტმა" ლეონიდ თიბილოვმა და "პარლამენტის თავმჯდომარემ" ანატოლი ბიბილოვმა უკვე მოაწერეს ხელი.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)