14:08 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-05 16:15:17, 398 ნახვა

პოლიტიკა
კობა ხაბაზი 500 ლარით დააჯარიმეს და 3 წლით იარაღის ტარების უფლება ჩამოართვეს

„კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრი კობა ხაბაზი სასამართლომ, გზის განზრახ გადაკეტვისთვის, ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და სახდელის სახით 500 ლარით დააჯარიმა.

მისი თქმით, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, მის დანაშაულს არ ადასტურებს და კადრებშიც ჩანს, რომ ადგილზე გზის გადაკეტვისათვის საჭირო რაოდენობის აქციის მონაწილეები იყვნენ.

„მოვითხოვე ვიდეჩანაწერები, სადაც ჩანს ის სამი საპროტესტო მსვლელობა - ვაკის პარკიდან, მარჯანიშვილიდან და პარლამენტიდან, რადგან ჩანს, რომ არათუ ხალხი არ იყო, არამედ იქაც ვერ ვეტეოდით. მე ასევე შევთავაზე, რომ 2000 მოწმეს მივიყვანდი, ვინც იმ დღეს აქციაზე იქნებოდა, მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს. მოსამართლეს წინასწარ ჰქონდა გადაწყვეტილება მიღებული. მე გამიმართლა იმაში, რომ ესენი კომუნისტების დროს არ იყვნენ, როცა ლენინის ძეგლი ჩამოვაგდე, თორემ სამუდამო პატიმრობას მომისჯიდნენ. ბრძოლა გრძელდება, საქართველოს რუსულ ჭაობში ჩაძირვისთვის ვერ გავიმეტებთ“, - განაცხადა კობა ხაბაზმა.

მოსამართლემ გზის განზრახ გადაკეტვის ფაქტზე, კობა ხაბაზს 500-ლარიან ჯარიმასთან ერთად, 3 წლით იარაღის ტარების უფლებაც შეუჩერა





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ლიტერატურული პრემია „საბას“ 2026 წლის ფინალისტები ცნობილია
მერცი: აშშ-მ გერმანიისთვის Tomahawk-ის მიყიდვას დაამტკიცა
კალაძე: ბიძინა ივანიშვილი საქართველოს უახლეს ისტორიაში მართლაც ოქროს ასოებით ჩაიწერება
ISFED-მა იმედის 26 მაისის ქარდის მომწონებლებს შორის 1 500-ზე მეტი ტროლ-ბოტი გამოავლინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics