15:25 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-05 10:20:25, 490 ნახვა

პოლიტიკა
პაპუაშვილი - ნებისმიერი გრანტი, რომელიც ბიუჯეტში შედის, ხმარდება მოსახლეობას და არა ხელისუფლებას

ბოლო პერიოდში, არაერთხელ მოვისმინეთ ზოგიერთი დონორისგან, თითქოს უცხოური დაფინანსების ნაწილი ხელისუფლების სასარგებლოდ იხარჯებოდა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი წერს.

როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, ნებისმიერი გრანტი, რომელიც ბიუჯეტში შედის, ხმარდება მოსახლეობას და არა ხელისუფლებას.

„ბოლო პერიოდში, არაერთხელ მოვისმინეთ ზოგიერთი დონორისგან, თითქოს უცხოური დაფინანსების ნაწილი ხელისუფლების სასარგებლოდ იხარჯებოდა. არ ვურჩევდი რომელიმე დონორს ამ თემაში შესვლას, ორი მიზეზის გამო:

ნებისმიერი გრანტი, რომელიც ბიუჯეტში შედის, ხმარდება მოსახლეობას და არა ხელისუფლებას, და ამავე დონორებისგან განსხვავებით, ამ ხარჯის თითოეული თეთრი საჯაროა, მისი ხარჯვის მიზნობრიობა კი დადასტურებული (შეგახსენებთ, რომ საქართველო მსოფლიოში N1 ქვეყანაა საბიუჯეტო გამჭვირვალობით); მეორე და მთავარი. დიდი საიდუმლო არ არის, რომ დონორებს აქვთ მითითება, მათი ბიუჯეტის ნახევარზე მეტი ისევ წარმომავლობის ქვეყანაში დააბრუნონ. ასე რომ, სადაც რომელიმე დონორი მისი თანხის ხელისუფლებისკენ მიმართვაზე ისაუბრებს, იქვე ისიც თქვას, ამ თანხიდან რამდენი დააბრუნა უკან, მის ქვეყანაში, მისი ხელისუფლების სასარგებლოდ“,  – წერს პაპუშვილი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინამ ბოლო 4 დღეში აზოვის ზღვაში 35 რუსულ ტანკერს დაარტყა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელ. კომერციის ვორქშოპი გაიმართება
ევროკომისარი აზერბაიჯანის პროკურატურისგან აფგან სადიგოვის დაკავებაზე განმარტებას ითხოვს
ლიტერატურული პრემია „საბას“ 2026 წლის ფინალისტები ცნობილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics