|
2024-03-26 16:55:36, 1108 ნახვა
საზოგადოება
„თეგეტა მოტორსის“ შეთავაზებები Shell-ის ზეთებზე
გაზაფხულის მოახლოებასთან ერთად, ქალაქგარეთ გამსვლელთა რიცხვი სულ უფრო იზრდება და გზებზე მოძრაობაც მეტად ინტენსიური ხდება. სანამ სასიამოვნო დასვენებას დაგეგმავთ, არ დაგავიწყდეთ, რომ შორ გზაზე მგზავრობისას ავტომობილის შემოწმება ის აუცილებელი პირობაა, რაც უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას განსაზღვრავს. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დეტალი, რომელიც ზამთრის შემდეგ შემოწმებას საჭიროებს - ძრავის ზეთია. მისი მთავარი დანიშნულებაა, უზრუნველყოს მანქანის ძრავის გამართული ფუნქციონირება. ზეთი იცავს ძრავის დეტალებს კოროზიისგან. იმისათვის რომ დავიცვათ ძრავის ცვეთადი ნაწილები და ავტომობილმა გამართულად იმუშაოს, აუცილებელია შევამოწმოთ ზეთის რესურსი და საჭიროების შემთხვევაში ახლით ჩავანაცვლოთ. „თეგეტა მოტორსი“ საგაზაფხულოდ მომხმარებელს Shell-ის ბრენდის უმაღლესი ხარისხის პროდუქციაზე სპეციალურ შეთავაზებებს სთავაზობს.
„თეგეტა მოტორსი“ ცენტრალურ ფილიალში Shell-ის პრემიუმ ბრენდის ნებისმიერი სიბლანტის ზეთებზე 30%-იან ფასდაკლებას გთავაზობთ.
„თეგეტა“ სახლიდან გაუსვლელად, ონლაინ მაღაზიის დახმარებით გთავაზობთ შეიძინოთ თქვენთვის სასურველი პროდუქტი. თუ „თეგეტა შოპის“ საშუალებით Shell-ის ბრენდის ზეთს შეიძენთ, 25%-იან ფასდაკლებას მიიღებთ.
20%-იანი ფასდაკლება მოქმედებს „თეგეტა მოტორსის“ ყველა ფილიალში Shell-ის ზეთების სრულ ასორტიმენტზე. ბრიტანული ბრენდი Shell-ი მსოფლიოში საუკეთესო ხარისხის საცხებ-საპოხი მასალების მწარმოებლად ითვლება. Shell არის პირველი კომპანია, რომელმაც გამოიყენა GTL - ბუნებრივი აირის გათხევადების ტექნოლოგია საწვავისა და ზეთის წარმოებაში. რაც ძრავის ზეთის უმაღლეს ხარისხს უზრუნველყოფს. როდესაც Shell-ის პროდუქტის ხარისხსა და მაღალტექნოლოგიურობაზე ვსაუბრობთ, აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს ბრენდი გლობალური ავტოინდუსტრიის ლიდერი მწარმოებლების პარტნიორია და თანამშრომლობს ისეთ კომპანიებთან, როგორებიცაა: BMW Motorsport, Scuderia Ferrari, Maserati, Ducati, Nissan, Hyundai Motorsport და უამრავი სხვა. -- თეგეტა მოტორსის შესახებ: თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანია თეგეტა მოტორსი 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. თეგეტა მოტორსი 300-მდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.
მერცი: აშშ-მ გერმანიისთვის Tomahawk-ის მიყიდვას დაამტკიცა
კალაძე: ბიძინა ივანიშვილი საქართველოს უახლეს ისტორიაში მართლაც ოქროს ასოებით ჩაიწერება
ISFED-მა იმედის 26 მაისის ქარდის მომწონებლებს შორის 1 500-ზე მეტი ტროლ-ბოტი გამოავლინა
მერცის განცხადებით, გერმანიამ Tomahawk-ის რაკეტების შესყიდვის შესახებ აშშ-სთან შეთანხმებას მიაღწია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)