|
2024-03-26 14:51:38, 619 ნახვა
საზოგადოება
თენგიზ ნასარიძე ევროკავშირის პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მდივნის მოადგილე ბალაზ მოლნარს შეხვდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე თენგიზ ნასარიძემ და უნგრეთის დელეგაციის წევრებმა ოფიციალურ შეხვედრაზე ევროკავშირის ბაზრის პოტენციალის, ადგილობრივი სასურსათო პროდუქციის კონკურენტუნარიანობისა და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის ხელშეწყობის საკითხები განიხილეს. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, თენგიზ ნასარიძემ უნგრეთის მთავრობას მადლობა გადაუხადა ევროინტეგრაციის გზაზე მხარდაჭერისთვის და ხაზგასმით აღნიშნა, რომ უნგრეთთან თანამშრომლობის გაფართოება და მათი გამოცდილების გაზიარება საქართველოსთვის, როგორც კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყნისთვის, უაღრესად მნიშვნელოვანია. „საქართველოს და უნგრეთს შორის თანამშრომლობა სულ უფრო მეტად ღრმავდება; 2022 წელს ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ დეკლარაციას მოეწერა ხელი. აღსანიშნავია, რომ უშუალოდ სოფლის მეურნეობის კუთხით, აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტ-იმპორტის და ერთობლივი სამეცნიერო კვლევების განხორციელების მიმართულებით, ძალიან მჭიდრო ურთიერთობა გვაკავშირებს. სოფლის მეურნეობის მიმართულებით ევროკავშირის ბაზარზე კონკურენცია მზარდია, ამიტომ ყველა წარმატებული გამოცდილების გაზიარება ჩვენთვის მნიშვნელოვანია“, - განაცხადა თენგიზ ნასარიძემ. აღსანიშნავია, რომ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მჭიდროდ თანამშრომლობს უნგრეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან; 2023 წელს, აგრუსასურსათო პროდუქციის ვაჭრობის ხელშეწყობის მიზნით, ორ უწყებას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. „ჩვენ მხარს ვუჭერთ ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკას და ვულოცავთ საქართველოს კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. რაღა თქმა უნდა, ევროპის ბაზარზე რიგი პრობლემები არსებობს, მათ შორის დაფინანსების წყაროების მოძიების კუთხით, თუმცა ეს ერთ-ერთი დიდი და სტაბილური ბაზარია და უნგრეთი საქართველოს ამ ბაზარზე დამკვიდრებაში დაეხმარება“, - აღნიშნა ბალაზ მოლნარმა. უნგრეთის დელეგაციის წევრების საქართველოში ვიზიტი 2 დღის განმავლობაში გაგრძელდება. დაგეგმილია სხვადასხვა სახელმწიფო უწყების წარმომადგენლებთან ოფიციალური შეხვედრები.
მერცი: აშშ-მ გერმანიისთვის Tomahawk-ის მიყიდვას დაამტკიცა
კალაძე: ბიძინა ივანიშვილი საქართველოს უახლეს ისტორიაში მართლაც ოქროს ასოებით ჩაიწერება
ISFED-მა იმედის 26 მაისის ქარდის მომწონებლებს შორის 1 500-ზე მეტი ტროლ-ბოტი გამოავლინა
მერცის განცხადებით, გერმანიამ Tomahawk-ის რაკეტების შესყიდვის შესახებ აშშ-სთან შეთანხმებას მიაღწია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)