11:59 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-21 14:23:32, 1219 ნახვა

მსოფლიო
შარლ მიშელი კიევში ჩავიდა

ევრომაიდნის 10-წლისთავთან დაკავშირებით ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი კიევში ჩავიდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Европейская правда ავრცელებს.

მედიის ცნობით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტს კიევის რკინიგზის სადგურზე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ევგენი პერებიინისი და უკრაინაში ევროკავშირის ელჩი, კატარინა მატერნოვა დახვდნენ.

"სასიამოვნოა ისევ კიევში ყოფნა - მეგობრებთან ერთად", - წერს მიშელი X-ზე (ყოფილ Twitterr-ზე).

შეგახსენებთ, რომ დღეს, 21 ნოემბერს კიევს გერმანიის თავდაცვის მინისტრი ბორის პისტორიუსი და მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუც ეწვივნენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კახა კალაძე 4 ოქტომბრის საქმეზე მორიგ დაკავებაზე: შესაბამისი საგამოძიებო უწყებები მოწოდების სიმაღლეზე არიან, ყველამ უნდა აგოს პასუხი
კახა კალაძე ელისაშვილის განაჩენზე: როდესაც კანონს ცდები, ყოველთვის მოყვება შესაბამისი რეაგირება
პოლიციამ ფატიმა კარიმოვას მკვლელობისთვის ძებნილი ბიძაშვილი, ემინ ალიევი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში დააკავა
Apple-მა OpenAI-ს უჩივლა და კომპანიას სავაჭრო საიდუმლოებების მოპარვაში დასდო ბრალი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics