|
2022-10-10 16:13:21, 1769 ნახვა
ომი უკრაინაში
ბრიტანეთის დაზვერვა - რუსები უკრაინაზე მასიურ დარტყმებს ჯერ კიდევ ყირიმის ხიდის აფეთქებამდე გეგმავდნენ
რუსი ოკუპანტები მასიურ დარტყმებს სამოქალაქო ინფრასტრუქტურასა და უკრაინის ქალაქების ცენტრალურ რაიონებზე ოქტომბრის დასაწყისიდან გეგმავდნენ,- აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო სამსახური ავრცელებს. დაზვერვის ცნობით, სტრატეგიული და შორ მანძილზე მყოფმა ავიაციის სამხედრო შენაერთებმა მიიღეს ბრძანებები მასიური სარაკეტო დარტყმის მოსამზადებლად. „კრემლმა რუსეთის საოკუპაციო ძალებს დაავალა მოემზადებინა მასიური სარაკეტო დარტყმები უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ 2 და 3 ოქტომბერს“,- აღნიშნულია განცხადებაში. დაზვერვის ცნობითვე, 8 ოქტომბერს, შვიდი Tu-160 სტრატეგიული ბომბდამშენი ოლენას აეროდრომზე ენგელსის აეროდრომიდან გადაიყვანეს. ამასთან, აღსანიშნავია, რომ რუსეთის მთავარი მიზანი თბოელექტროსადგურის განადგურება, უკრაინელებში პანიკის შექმნა და ევროპული საზოგადოების დაშინება იყო. შეგახსენებთ, რომ დღეს 10 ოქტომბერს, დილით, უკრაინის ქალაქები დაბომბვის ქვეშ მოექცა. მედიისა და ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით თავდასხმის ქვეშ მოექცა კიევი, ხმელნიცკი, ჟიტომირი, ტერნოპილი, ლვოვი, კრემენჩუგი, კრივი რიჰი, ხარკოვი, კონოტოპი, ოდესა და დნიპრო. ამასთან აღსანიშნავია, რომ უკრაინის ქალაქებში, რუსეთის შემოჭრის დღიდან, ერთ-ერთი ყველაზე დიდი სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა. უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, ვალერი ზალუჟნის თქმით, რუსულმა ჯარებმა უკრაინას 75 რაკეტა ესროლეს. მათგან 41 უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემამ ჩამოაგდო. ოფიციალური ინფორმაციით, თავდასხმის შემდეგ კიევში დაიღუპა 8 ადამიანი, ხოლო 24 დაშავდა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)