|
2022-10-08 10:43:27, 1658 ნახვა
ომი უკრაინაში
სტეფანჩუკი - რუსეთის მიერ მთელ მსოფლიოში მოპარული ტერიტორიები უნდა დაბრუნდეს, ყირიმი უკრაინაა, კურილი იაპონია
ყირიმი უკრაინაა, კურილი იაპონია. - ამის შესახებ უკრაინის რადის თავმჯდომარემ, რუსლან სტეფანჩუკმა განაცხადა. მისივე თქმით, რუსეთის მიერ მთელ მსოფლიოში მოპარული ტერიტორიები უნდა დაბრუნდეს. „დღეს უკრაინის უმაღლესმა რადამ იაპონიის ჩრდილოეთ ტერიტორიებთან დაკავშირებით საერთაშორისო თანამშრომლობაზე ისაუბრა. 1945 წლის აგვისტოდან სექტემბრამდე საბჭოთა კავშირმა იაპონის ჩრდილოეთი ტერიტორიები უკანონოდ დაიკავა. რუსეთი, როგორც საბჭოთა კავშირის მემკვიდრე, ვალდებული იყო, დაებრუნებინა ისინი, თუმცა მან ეს არ გააკეთა ამიტომ, უკრაინის პარლამენტი მიმართავს გაერო-ს, ევროპარლამენტს, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას, ნატოს საპარლამენტო ასამბლეას, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეას, საერთაშორისო თანამშრომლობას და მოუწოდებს გააგრძელონ ყველა შესაძლო ზომა იაპონიის ჩრდილოეთ ტერიტორიების სტატუსის კონტრაქტისა და ლეგალიზაციისთვის. დიდება უკრაინას! დიდება იაპონიას". - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლითაც უკრაინის რადა კურილის კუნძულებს იაპონიის ტერიტორიად აღიარებს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)