15:06 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-23 17:47:06, 2132 ნახვა

ომი უკრაინაში
დენისოვა - რუსი ოკუპანტები 2-3 წლის ბავშვებსაც აუპატიურებდნენ

მასობრივი სექსუალური დანაშაულებები არის რუსული ომის ტაქტიკა უკრაინის ხალხის განადგურების მიზნით. - განაცხადა უკრაინის სახალხო დამცველმა, ლუდმილა დენისოვამ მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში სიტყვით გამოსვლის დროს.

მისივე თქმით,რუსი ოკუპანტები 2-3 წლის ბავშვებსაც აუპატიურებდნენ.

"რაშისტი სამხედროების გაუპატიურების შედეგად ტანჯვით დაღუპული 2 და 3 წლის ბავშვების დედებისგან მივიღე მითითება, რომ ამ საშინელების შესახებ მთელი მსოფლიოსთვის მეცნობებინა მასობრივი სექსუალური დანაშაულებები არის რუსული ომის ტაქტიკა უკრაინის ხალხის განადგურების მიზნით, ეს არის იარაღი უკრაინული სულის გასატეხად. მაგრამ ეს არ იმუშავებს!ჩვენ ვისაუბრებთ, რომ მსოფლიომ იცოდეს!ჩვენ ყველას გვინდა მშვიდობა, მაგრამ არა ჩვენი ქალების, გოგოების და ბიჭების ფასად! მხოლოდ უკრაინელი ხალხის გამარჯვებით და ეს ასე აუცილებლად იქნება" - განაცხადა დენისოვამ.

შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინამ ბოლო 4 დღეში აზოვის ზღვაში 35 რუსულ ტანკერს დაარტყა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელ. კომერციის ვორქშოპი გაიმართება
ევროკომისარი აზერბაიჯანის პროკურატურისგან აფგან სადიგოვის დაკავებაზე განმარტებას ითხოვს
ლიტერატურული პრემია „საბას“ 2026 წლის ფინალისტები ცნობილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics