13:45 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-21 16:11:07, 3210 ნახვა

ომი უკრაინაში
რუსულმა მედიამ ბუჩაში უკრაინელების სიკვდილით დასჯაში ეჭვმიტანილი დაასახელა

რუსულმა მედიამ დაადგინა სამხედროების ვინაობა The New York Times-ის ვიდეოდან ბუჩას მკვიდრთა მასობრივი სიკვდილით დასჯის შესახებ. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული გამოცემა „Важные истории“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, 37 წლის ჩინგიზ ატანტაევი არის NYT-ის მიერ გამოქვეყნებული სათვალთვალო კამერების ვიდეოს ეკრანებზე, რაზეც სახის ამოცნობის სერვისები და მისი ბიოგრაფიის დეტალები იმიუთითებს.

ატანტაევი წარმოშობით მაგადნელია, მაგრამ მრავალი წელია, რაც ფსკოვში ცხოვრობს. სწორედ იქ არის განლაგებული 104-ე და 234-ე საჰაერო თავდასხმის პოლკები (სამხედრო ნაწილი 32515 და სამხედრო ნაწილი 74268, შესაბამისად), რომლებიც, The New York Times-ის მიხედვით, ბუჩას გაწმენდით იყვნენ დაკავებულნი.

გარდა ამისა, გამოცემა აღნიშნავს, რომ ჟურნალისტებმა ატანტაევთან დაკავშირება მისი მეუღლის მეშვეობით სცადეს, თუმცა მან კითხვებზე პასუხის გაცემაზე და ჩინგიზთან დაკავშირებაზე უარი განაცხადა. ამავე დროს, მან NYT სტატიას ყალბი უწოდა.

შეგახსენებთ, 20 მაისს The New York Times-მა გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც საუბარი იყო რუსი სამხედროების მიერ უკრაინული ბუჩას ცხრა მცხოვრების მკვლელობაზე, რის შემდეგაც მეორე დღეს თვითმფრინავმა მათი ცხედრები იაბლონსკას 144-ში მდებარე ოფისის შენობასთან დააფიქსირა.

ამასთან, ცნობები ბუჩაში რუსი სამხედროების მიერ ჩადენილი  სისასტიკისა და სიკვდილით დასჯის შესახებ მას შემდეგ გავრცელდა, რაც რუსულმა ძალებმა უკან დახევა დაიწყეს მარტის ბოლოს. ბუჩას ისტორიებმა და სურათებმა გააძლიერა საერთაშორისო მოწოდებები რუსეთის წინააღმდეგ ომის დანაშაულების სასამართლო პროცესის შესახებ. რუსმა ოფიციალურმა პირებმა არაერთხელ უარყვეს ცნობები ბუჩაში ჩადენილი სისასტიკეების შესახებ და მათ „ყალბი“ უწოდეს.

 

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მერცი: აშშ-მ გერმანიისთვის Tomahawk-ის მიყიდვას დაამტკიცა
კალაძე: ბიძინა ივანიშვილი საქართველოს უახლეს ისტორიაში მართლაც ოქროს ასოებით ჩაიწერება
ISFED-მა იმედის 26 მაისის ქარდის მომწონებლებს შორის 1 500-ზე მეტი ტროლ-ბოტი გამოავლინა
მერცის განცხადებით, გერმანიამ Tomahawk-ის რაკეტების შესყიდვის შესახებ აშშ-სთან შეთანხმებას მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics