|
2021-12-08 10:35:17, 532 ნახვა
საზოგადოება
დევნილი ოჯახებისთვის სოფლად სახლის შესყიდვის საკითხზე კომისიამ მუშაობა დაიწყო
დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ იძულებით გადაადგილებული ოჯახებისთვის „სოფლად სახლის“ შესყიდვის საკითხზე მუშაობა დაიწყო. ამ ეტაპზე, 1000-ზე მეტი ოჯახის განაცხადი განიხილება. - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის ბესარიონ სიმონიშვილის განცხადებით, კომისია მუშაობას თვის ბოლომდე დაასრულებს და დევნილი ოჯახების სია სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნდება. „დევნილი ოჯახების განსახლების საკითხს კრიტერიუმების შესაბამისად განვიხილავთ. მნიშვნელოვანია, რომ წელს, სოფლად სახლის შესყიდვის მიზნით, თითოეული ოჯახისთვის გამოყოფილი თანხა გავზარდეთ, რამაც პროექტი კიდევ უფრო წარმატებული გახადა“, - განაცხადა ბესარიონ სიმონიშვილმა. „სოფლად სახლის“ შესყიდვის პროექტში მონაწილეობის მოთხოვნით განაცხადის შევსება დევნილ ოჯახებს ნებისმიერ დროს შეუძლიათ.
კუპრაძე - არაბული ინვესტიციები, რეალურად, არ არსებობს
ლელოს წევრი: რუხაძის გადადგომა იმაზე მეტყველებს, რომ ოცნება კორუფციაშია ჩაფლული
ეროვნულმა შეფასების ცენტრმა ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველი შედეგები გამოაქვეყნა
საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს, უცვლელად, 8.25 პროცენტზე ინარჩუნებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)