14:07 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-16 10:22:17, 986 ნახვა

ეკონომიკა
სახელწიფო მხარდაჭერით შექმნილი საწარმო „NUTSGE” თხილის ექსპორტს რამდენიმე ქვეყანაში ახორციელებს

კომპანიამ „NUTSGE“თხილის გადამმუშავებელი საწარმოს შესაქმნელად2 მლნ ლარზემეტის ინვესტიცია განახორციელა, საიდანაც 500,000 ლარზე მეტი სოფლის განვითარების სააგენტოს გრანტია, 600,000 ლარზე მეტიკი, შეღავათიანი აგროკრედიტი. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ზუგდიდში მდებარე საწარმოში, სადაც 2, 000 ტონამდე პროდუქციის გადამუშავებაა შესაძლებელი, 50 ადამიანია დასაქმებული. წარმოებული პროდუქციის ექსპორტი   აზიის, ევროპის და სამხრეთ ამერიკის ქვეყნებში ხორციელდება.

სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი ილია თამარაშვილი სახელწიფო ხელშეწყობით შექმნილთხილის გადამმუშავებელ საწარმოში სამუშაო პროცესს გაეცნო.

„მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ სოფლის განვითარების სააგენტოს საგრანტო პროგრამისა და შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის მხარდაჭერით შექმნილ საწარმოებში, მათ შორის, კომპანიის „NUTSGE“, იწარმოება მაღალი ხარისხის, კონკურენტუნარიანი ქართული პროდუქცია, რომლის რეალიზაციაც როგორც საექსპორტო, ისე ადგილობრივ ბაზრებზე ხორციელდება“, - განაცხადა სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა, ილია თამარაშვილმა.

შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში, სამეგრელოს რეგიონში თხილის გადამმუშავებელი საწარმოების შექმნისა და განვითარების მიმართულებითგაცემულია 24,5 მლნ ლარის ღირებულების 150 სესხი, სოფლის განვითარების სააგენტოს მიერ გაცემულმა თანადაფინანსებამ კი, 6,5 მლნ ლარი შეადგინა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ლიტერატურული პრემია „საბას“ 2026 წლის ფინალისტები ცნობილია
მერცი: აშშ-მ გერმანიისთვის Tomahawk-ის მიყიდვას დაამტკიცა
კალაძე: ბიძინა ივანიშვილი საქართველოს უახლეს ისტორიაში მართლაც ოქროს ასოებით ჩაიწერება
ISFED-მა იმედის 26 მაისის ქარდის მომწონებლებს შორის 1 500-ზე მეტი ტროლ-ბოტი გამოავლინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics