|
2021-05-30 14:01:09, 865 ნახვა
სამართალი
იმერეთში უკანონო ტყითსარგებლობის 7 ფაქტი გამოავლინეს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა იმერეთში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 7 ფაქტი გამოავლინეს. უკანონო ჭრა-ტრანსპორტირების 2 ფაქტია გამოვლენილი ჭიათურისა და თერჯოლის მუნიციპალიტეტებში. სოფელ რცხილათის მიმდებარე ტყეში, მოქალაქემ უკანონოდ მოჭრა წიფლისა და რცხილის სახეობის 3 ერთეული ხე-მცენარე და მისგან მიღებულ ხე-მასალის უკანონო ტრანსპორტირება მოახდინა. სოფელ ჭოგნარში კი, მოქალაქემ უკანონოდ მოჭრა 3 ერთეული მუხის სახეობის ხე და ასევე უკანონოდ მოახდინა მისგან მიღებული ხე-მასალის ტრანსპორტირება. ხე-ტყის უკანონო მოპოვების 5 ფაქტი კი გამოვლენილია საჩხერის, ხარაგაულის, ჭიათურისა და ბაღდათის მუნიციპალიტეტებში. მოქალაქეებმა, ტყის ფონდის ტერიტორიებზე, უკანონოდ 20 ერთეულამდე ფიჭვის, თხმელისა (მურყანი) და ალვის სახეობის ხე-მცენარე მოჭრეს. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, აღნიშნულ სამართალდარღვევებზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმები შეადგინეს. მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნება.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)