|
2021-02-11 16:58:35, 521 ნახვა
საზოგადოება
აკაკი წერეთლის სახელობის პარკს სრული რეაბილიტაცია უტარდება
დიდუბის რაიონის გამგეობა აკაკი წერეთლის სახელობის პარკის სრულ რეაბილიტაციას ახორციელებს. სამუშაოები 8 000 კვ.მ ფართობზე მიმდინარეობს. სივრცეში უკვე მოეწყო დეკორატიული ბილიკები, გარე განათების სისტემა, საჩრდილობლები, მონტაჟდება საპარკე ფურნიტურა. პარკის სრული რეაბილიტაციის ფარგლებში, მიმდინარეობს მასშტაბური გამწვანების სამუშაოები - გაკეთდა რულონური ბალახი, დამონტაჟდა სარწყავი სისტემა, ირგვება სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე. ამასთან, შესაძლო ვანდალიზმის პრევენციის მიზნით, პარკში განთავსდება ვიდეო კამერები, რომლითაც ტერიტორიის კონტროლი 24 საათის განმავლობაში იქნება შესაძლებელი. პარკის რეაბილიტაციის სამუშაოებს დიდუბის რაიონის გამგებელი ლევან ჯღარკავა, გამგებლის მოადგილესთან ზურაბ უგულავასთან ერთად გაეცნო. აკაკი წერეთლის სახელობის სკვერის სრული რეაბილიტაციის პროექტის ღირებულება 903 600 ლარს შეადგენს. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „არბა“ ახორციელებს. პროექტის დასრულება მიმდინარე თვის ბოლომდე იგეგმება.
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)