|
2021-02-11 13:33:56, 440 ნახვა
საზოგადოება
112-ის დღესთან დაკავშირებით, ყველა ოპერატორი მადლობის სიგელით დაჯილდოვდა
112-ის დღესთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის, ბრძანებით, ყველა ოპერატორი მადლობის სიგელით დაჯილდოვდა. აღნიშნულთან დაკავშირებით, შს მინისტრის მოადგილე გიორგი ბუთხუზი საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის თბილისის ცენტრს ეწვია და „112“-ის თანამშრომლებს პანდემიის დროს განსაკუთრებულ რეჟიმში თავდაუზოგავად მუშაობისთვის, სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის ეფექტურ მუშაობაში შეტანილი წვლილისთვის მინისტრის მადლობის სიგელები გადასცა. ასევე, რუსთავის ცენტრის უფროსს, გადაეცა სამინისტროს მედალიონი „განსაკუთრებული დამსახურებისათვის“. როგორც მოგეხსენებათ, პანდემიის პერიოდში 112-ს მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, თითოეულ მოქალაქეს ვირუსის დადასტურების შემთხვევაში შეუძლია დარეკოს 112-ზე. 2020 წელს ოპერატორებმა 7 მილიონამდე ზარს უპასუხეს. აღნიშნულიდან გამომდინარე, ზარების ეფექტური მართვისთვის და გადაუდებელი დახმარების ნომერთან შეუფერხებლად დაკავშირებისთვის 112-ში ოპერატორების რაოდენობა 115%-ით გაიზარდა. 2009 წელს, ევროკომისიამ, ევროპარლამენტმა და ევროსაბჭომ 11 თებერვალი „112“-ის დღედ გამოაცხადეს. 11 თებერვალს, როგორც საქართველო, ასევე, მსოფლიოს 80-ზე მეტი ქვეყანა, მათ შორის, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები, „112“-ის დღეს აღნიშნავს.
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)