14:00 - 04 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-10 12:17:40, 437 ნახვა

საზოგადოება
მეტროსადგურ „გოცირიძის“ რეკონსტრუქცია სამ თვეში დასრულდება

მეტროსადგურ „გოცირიძის“ სარეაბილიტაციო სამუშაოები სამ თვეში დასრულდება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, სადგური მიმდინარე სამუშაოების გამო სამი თვით დაიკეტა.

„მეტროსადგურ „გოცირიძის“ რეაბილიტაციის პროექტი აგვისტოში დაიწყო. ამ ეტაპზე, ვესტიბიულს კაპიტალურად არემონტებენ და ბაქნის გადახურვის სამუშაოები ხორციელდება. ასევე, მიმდინარეობს სამხარაულის ექსპერტიზა ბაქნის მდგრადობაზე და შემდგომი ექსპლუატაციის უსაფრთხოებაზე. ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად, გადაიდგმება შემდგომი ნაბიჯები და სამუშაოებს სავარაუდოდ, სამი თვე დასჭირდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მეტროსადგურ „გოცირიძის“ რეაბილიტაციის პროექტი დაახლოებით, 3.5 მილიონი ლარის ღირებულებისაა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
2024 წელს სამტრედიაში მელიაზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება განახლდა - გადაკვალიფიცირდა მუხლი
ვეფხია კასრაძე მადლობას უხდის თანამებძოლებს, ვინც დაბადების დღე მიულოცა
18 თვეში პატიმართა რაოდენობა საქართველოში 43%-ით არის გაზრდილი
ბათუმის საზღვრები შესაძლოა შეიცვალოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics