|
2021-02-08 18:10:40, 555 ნახვა
საზოგადოება
ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის შემთხვევათა მართვის კლინიკური ჯგუფის შეხვედრა
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის შემთხვევათა მართვის კლინიკური ჯგუფის წევრებს შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო covid-19-ის პრევენციისა და მკურნალობისთვის საქართველოში მონოკლონური ანტისხეულების დანერგვის პერსპექტივას. გარდა ამისა, კლინიკური ჯგუფის წევრებმა პოსტკოვიდური პერიოდის მონიტორინგის საკითებზეც ისაუბრეს, რაც კოვიდ 19-ის შემდგომ მენეჯმენტსა და მართვას ითვალისწინებს. „შეხვედრაზე განვიხილეთ მიმდინარე საკითხები, რომელიც კლინიკური შემთხვევების მართვის ხარისხის გაუმჯობესებას უკავშირდება. ვისაუბრეთ , საქართველოში მონოკლონური ანტისხეულების დანერგვის პერსპექტივაზეც. ამ მიმართულებით თანამშრომლობა უკვე შემოგვთავაზა რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციამ. კლინიკურმა ჯგუფმა პოსტკოვიდური პერიოდის მონიტორინგის საკითხებზეც იმსჯელა, თუ რა გამოკვლევებია აუცილებელი ამ პერიოდში“, - ამის შესახებ თამარ გაბუნიამ განაცხადა.
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)